მეგრული მითოლოგია

მეგრული მითოლოგია — ლაზურთან ერთად ქართული მითოლოგიის ერთ-ერთი უძველესი შტო და შენაკადი, მნიშვნელოვანია უფრო მტკიცედ შემორჩენილი წარმართული სახე ზღაპრებსა და მითებში, სადაც ქრისტიანული ნაკადი ნაკლებად იგრძნობა. კოლხეთის დაბლობის ამ ნაწილში უფრო მტკიცედ შემონახულა ბერძნული მითოლოგიის მოტივები, უშუალო კონტაქტის კვალი (ლეთა, ლეთო — მინიშნება ქვესკნელის ნაკადზე და სხვა).

ბერძნული პოლიფემე, ცალთვალა კიკლოპი (სვან. ხეც), მეგრულშიც ცალთვალა ბუმბერაზია, კუნძულზე ცხვარს მწყემსავს. მეთევზეებს შეიპყრობს, ექვსს ჩაახრამუნებს, ორიც შამფურით ამოსწვავს თვალს (სავაშლეთის დევსაც ემსგავსება).

მეგრულ მითოლოგიაში შემორჩა უძველესი ინდო-ირანული ღვთაების, მითრას, კულტის ნაშთებიც (მისრობა). ეს მეტყველებს ჩვენი ხალხის კავშირზე სირიასთან, შუამდინარეთთან, მცირე აზიასთან, რომის იმპერიასთან, სადაც მითრას კულტი ძლიერ გავრცელებული იყო. მითრას თვალს ეძახდნენ მზეს, რაც ამართლებს მზიურ კოლხეთში მისი კულტის პოპულარობას.

განსაკუთრებით საგულისხმოა მეგრული სიმღერები, ზღაპრები, ლეგენდები, მითური სახეები (ტყაში მაფა, ოჩოკოჩი, წყარიშ მაფა, მესეფი...). შეკრებილი და ნაწილობრივ შესასწავლია დიდძალი ფოლკლოლური მასალა (ა. ცაგარელი, ტ. ქობალია, ნ. მარი, შ. ბერიძე, მ. ხუბუა, ი. ყიფშიძე...). ალ. ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერების ისტორია, I, 1904; მ. ჩიქოვანი, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, 1971.

ლიტერატურა რედაქტირება

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.