მეგრული არყი (ლათ. Betula megrelica) — ფოთოლმცვივანი ბუჩქი და საქართველოს ენდემი არყის გვარისა რომელიც იზრდება 4 მეტრამდე. ქერქი და ტოტები არის ყავისფერ-ნაცრისფერი. კვირტი 6 × 3,5 მმ, კვერცხისებური. ღეროები 9 მმ, დაფარული რბილი ბუსუსებით. ფოთოლი 41–60 × 22–36 მმ ელიფსურ-ოვალური. მამრი მჭადა არის მწვანე ფერის, ცილინდრული ფორმის, სქელი. მსხმოიარე მჭადა 18–30 × 17 მმ. თესლი 2,5 × 1,5 მმ.

მეგრული არყი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  არყი
სახეობა:  მეგრული არყი
ლათინური სახელი
Betula megrelica Sosn., 1934
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 194596

მეგრული არყი არის საქართველოს ენდემი და იზრდება ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში. ამჟამად მეგრული არყის არსებობა არის აღმოჩენილი და დადასტურებული ჯვრის და მიგარიის მთებზე სადაც ის ძირითადად 1500–2000 მ სიმაღლემდე არის გავრცელებული.

მეგრული არყის ფართობი არის ძალზედ შემცირებული უკონტროლო ტყის პოლიტიკის და გადამეტებული ძოვის გამო. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მეგრული არყი იზრდება ნელა და იმყოფება სტრესის ქვეშ. ამის გამო ის შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება