მაჰმუდ იბნ ალ-ჰუსეინ იბნ მუჰამედ ალ-ქაშგარი (არაბ. محمود بن الحسين بن محمد الكاشغري) — დაიბადა 1028 ან 1029 წელს  ქ. ბარსხანი ისიკ-ყულის ტბის სამხრეთ სანაპიროზე .გარდაცვალების წელი უცნობია, დაახლოებით 1102 ან 1126 , ოპალი, ქაშგარის მახლობლად — მე-11 საუკუნის შუააზიელი მეცნიერი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი.

მაჰმუდ ალ-ქაშგარის მავზოლეუმი - უპალი محمود الكاشغري

ბიოგრაფია რედაქტირება

 
მაჰმუდ ალ-ქაშგარი
 
რუკა მაჰმუდ ალ-ქაშგარის დივანიდან (მე-11 საუკუნე)

მაჰმუდ ალ-ქაშგარი დაიბადა ქალაქ ბარსხანში ,რომელსაც ახლა ყარახანიდს უწოდებენ, როგორც ვარაუდობენ, ადგილობრივ  წარჩინებულთა ოჯახში, რომელიც ეკუთვნოდა მმართველი ყარახანიდების დინასტიის ბოგრახანის კლანს. ის გახლდათ ქალაქი ბარსხანის ემირის ჰუსეინ იბნ მუჰამედის შვილი, ქაშგარის მმართველის მუჰამედ ბოგრახანის  შვილიშვილი და ჰარუნ (ალ-ჰასან) იბნ სულეიმან ბოგრახანის შვილიშვილი .

მაჰმუდ ალ-ქაშგარმა  იმ პერიოდისთვის. კარგი განათლება მიიღო. იგი სწავლობდა ქაშგარის საჯიას მედრესეში, სადაც  მოღვაწეობდნენ რეგიონში  ცნობილი მასწავლებლები, მაგალითად იმამ ზაჰიდ ჰუსეინი.

1056 წელს ქაშგარში ხელისუფლებაში მოვიდა მაჰმუდის ბაბუა, მუჰამედ ბოგრახანი, რომელმაც 15 თვის შემდეგ  ძალაუფლება თავის ვაჟს, მაჰმუდის მამას, ბარხანის ემირს -ჰუსეინს გადასცა.

მალე სასახლის კარზე შეთქმულება მოხდა, რა დროსაც მოწამლეს ჰუსეინ და მუჰამედ ბოგრახანები მოიწამლეს. შედეგად, მაჰმუდი იძულებული გახდა გაქცეულიყო ქაშგარიდან 1057 წელს. ის გაემგზავრა დასავლეთით, მავერანაჰარში, ხოლო შემდეგ -ბაღდადში.ამავე დროს, მაჰმუდი დიდი ხნის განმავლობაში მოგზაურობდა თურქი ხალხებით და ტომებით დასახლებულ მიწებზე.

ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ დაახლოებით 1080 წელს მაჰმუდი დაბრუნდა ქაშგარში, სადაც  მან 1083 წლის ოქტომბრამდე განაგრძო მუშაობა "თურქული დიალექტების ლექსიკონზე".

მისი გარდაცვალების თარიღი და ადგილი უცნობია. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ იგი სავარაუდოდ გარდაიცვალა, ერთი ვერსიით, 1102 წელს 97 წლის ასაკში, მეორე ვერსიით - 1126 წელს.  ასევე აღნიშნავენ, რომ მაჰმუდ ქაშგარი დაკრძალეს ყირგიზეთის სოფელ უპალში (ოპალი), ქაშგარის მახლობლად. მის სასაფლაოზე ახლა მავზოლეუმია აღმართული. მაგრამ ზოგიერთი თანამედროვე ავტორი უარყოფს ამ მტკიცებას და ამბობს, რომ მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია.

შრომები რედაქტირება

მაჰმუდ ალ-ქაშგარმა შეისწავლა თურქული ენა და ბაღდადში შეადგინა თურქული ენის პირველი ლექსიკონი.[1][2]მან აგრეთვე იცოდა თურქული, არაბული, სპარსული ენები. მისი „თურქულ ენათა ლექსიკონი“ (1072-74) ადრეული პერიოდის თურქული დიალექტოლოგიის ერთადერთი ძეგლია. მასში 9000 ათასზე მეტი სიტყვაა შესული. წიგნის შესავალი შეიცავს ზოგად ცნობებს თურქული დამწერლობის შესახებ, სიტყვათწარმოების ძირითად წესებს, მრგვალ რუკას. ახდენს შედარებებს თურქულ დიალექტებს შორის, ეხება თურქულ ტომთა დიალექტების კლასიფიკაციის საკითხებს.[3] მეორე ნაწილში მოცემულია ლექსიკა, ლინგვისტური, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული კომენტარები და ფოლკლორული მასალა-თურქული ფოლკლორის ძირითადი ჟანრები, საწესჩვეულებო და ლირიკული სიმღერები, ჰეროიკული ეპოსის ნაწყვეტები, ისტორიული გადმოცემები, ლეგენდები, ანდაზები, აფორიზმები. მაჰმუდ ქაშგარი ავტორია დაკარგული ტრაქტატისა („ჯავაჰირ ალ-ნაჰვი“) სინტაქსისა და სახელის მორფოლოგიურ საკითხებზე. [4][5][6]

სქოლიო რედაქტირება

  1. C. Edmund Bosworth (26 December 2007). Historic Cities of the Islamic World. BRILL. pp. 279–. ISBN 978-90-474-2383-6[მკვდარი ბმული].
  2. G..E. Tetley (27 October 2008). The Ghaznavid and Seljuk Turks: Poetry as a Source for Iranian History. Routledge. pp. 17–. ISBN 978-1-134-08439-5.
  3. Kemal H. Karpat, Studies on Turkish Politics and Society:Selected Articles and Essays, (Brill, 2004), 441.
  4. Causon, Gerard (1961). "The Initial Labial Sounds in the Turkish Languages". Bulletin of the School of Oriental and African Studies, University of London 24 (2). Cambridge University Press. 24 (2): 299. JSTOR610169
  5. Roudik, Peter, The History of the Central Asian Republics, (Greenwood Press, 2007), 175.
  6. Sengupta, Anita (2003). The Formation of the Uzbek Nation-State: A Study in Transition. Lexington Books. pp. 136–137. The most elegant of the dialects belongs to those who know only one language, who do not mix with Persians and who do not customarily settle in other lands. Those who have two languages and who mix with the populace of the cities have a certain slurring in their utterances.... The most elegant is that of the Khagani kings and those who associate with them.