მაქს ჰორკჰაიმერი (გერმ. Max Horkheimer; დ. 14 თებერვალი, 1895, შტუტგარტი — გ. 7 ივლისი, 1973, ნიურნბერგი) — გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი, ფრანკფურტის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი. ჰორკჰაიმერი ყურადღებას უთმობდა ავტორიტარიზმის, მილიტარიზმის, ეკონომიკური რეგრესის, ეკოლოგიური კრიზისისა და მასობრივი კულტურის საკითხებს ისტორიისა და ფილოსოფიის გამოყენებით. მის უმნიშვნელოვანეს ნაშრომებში შედის „გონების დაბნელება“ (1947), „ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებს შორის“ (1930–1938) და თეოდორ ადორნოსთან თანამშრომლობით შექმნილი „განმანათლებლობის დიალექტიკა“ (1947).

მაქს ჰორკჰაიმერი
გერმ. Max Horkheimer
დაბადების თარიღი 14 თებერვალი, 1895(1895-02-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი Zuffenhausen
გარდაცვალების თარიღი 7 ივლისი, 1973(1973-07-07)[14] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიურნბერგი[14]
საქმიანობა ფილოსოფოსი[11] [12] , პედაგოგი, სოციოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და ლიტერატურული კრიტიკოსი
მოქალაქეობა  გერმანია
 აშშ
ალმა-მატერი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, Dillmann-Gymnasium Stuttgart და ფრაიბურგის უნივერსიტეტი
Magnum opus Gesammelte Schriften, Dialectic of Enlightenment და Eclipse of Reason
ჯილდოები მაინის ფრანკფურტის საპატიო მოქალაქე, Goethe Plaque of the City of Frankfurt, Goethe-Plakette des Landes Hessen და Q1021210?

ბიოგრაფია რედაქტირება

იგი დაიბადა შტუტგარტის ტექსტილის მწარმოებლის მდიდარ ებრაულ ოჯახში. თექვსმეტი წლის ასაკში ჰორკჰაიმერი იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და მამის ქარხანაში დაეწყო მუშაობა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მიუნხენის უნივერსიტეტში დაიწყო ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესწავლა, შემდეგ გადავიდა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა იოჰან კორნელიუსის მენტორობით. იქ იგი შეხვდა თეოდორ ადორნოს. მათი შეხვედრა ხანგრძლივ მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაში გადაიზარდა. გეშტალტფსიქოლოგიაში სადისერტაციო ნაშრომის დაწერის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კორნელიუსის ხელმძღვანელობით, ჰორკჰაიმერმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 78 გვერდიანი ნაშრომით სახელწოდებით „თელეოლოგიური განსჯის ანტინომია“.

1925 წელს ჰორკჰაიმერმა მიიღო დოქტორის ხარისხი ნაშრომის „განსჯის კრიტიკა, როგორც შუამავალი პრაქტიკულ და თეორიულ ფილოსოფიებს შორის“ (გერმ. Über Kants Kritik der Urteilskraft als Bindeglied zwischen theoretischer und praktischer Philosophie) დაცვისთვის. აქ ის შეხვდა ფრიდრიხ პოლოკს, რომელიც გახდება მისი კოლეგა სოციალური კვლევის ინსტიტუტში.

ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი (1930–1933 და 1949–1963), შემდგომში კი ამავე უნივერსიტეტის რექტორი (1951–1953). 1931 წელს იგი ასევე გახდა სოციალური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. ამ თანამდებობას ის 1965 წლამდე იკავებდა. ინსტიტუტის მართვისას ჰორკჰაიმერი ხელს უწყობდა ნეომარქსისტული მიმდინარეობის განვითარებას. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან დატოვა გერმანია. 1934–1949 წლებში იგი ემიგრაციაში იყო შეერთებულ შტატებში, სადაც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

გამოსცა ჟურნალი „Zeitschrift für Sozialforschung“ („სოციალური კვლევის ჟურნალი“; 1932-1941). ომის შემდეგ მან გამოაქვეყნა პუბლიკაციების სერია ეროვნული და რასობრივი ცრურწმენების შესწავლის შესახებ („Studies in prejudice“, ტ. 1-5, 1949-1950). ადორნოთან ერთად დაწერილი „განმანათლებლობის დიალექტიკა“ (1947) იყო ამ პერიოდის ფრანკფურტის სკოლის ფილოსოფიური და სოციოლოგიური იდეების პროგრამული გამოხატულება.

მის მიერ შემუშავებულ ე.წ. „კრიტიკულ თეორიაში“ ჰორკჰაიმერი შეეცადა კარლ მარქსისგან მოპოვებული ბურჟუაზიული საზოგადოების კრიტიკის მოტივების შერწყმა ჰეგელის დიალექტიკასთან, ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზთან და არტურ შოპენჰაუერის ეთიკასთან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Михайлов И. А. Макс Хоркхаймер. Становление Франкфуртской школы социальных исследований. — Ч. 1. 1914—1939 гг. — М.: Институт философии РАН, 2008. — ISBN 978-5-9540-0096-2.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Wolin R. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Discogs — 2000.
  4. 4.0 4.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Internet Philosophy Ontology project
  9. 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  11. 11.0 11.1 11.2 BeWeB
  12. 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 Munzinger Personen
  14. 14.0 14.1 Хоркхаймер Макс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.