მაქსიმილიან II (ბავარია)

მაქსიმილიან II (გერმ. Maximilian II.; დ. 28 ნოემბერი, 1811 — გ. 10 მარტი, 1864) — ბავარიის მეფე 1848–1864 წლებში.

მაქსიმილიან II
ბავარიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 20 მარტი, 1848
მმართ. დასასრული: 10 მარტი, 1864
წინამორბედი: ლუდვიგ I
მემკვიდრე: ლუდვიგ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 ნოემბერი, 1811
დაბ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
გარდ. თარიღი: 10 მარტი, 1864, (52 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
მეუღლე: მარია პრუსიელი
შვილები: ლუდვიგ II, ბავარიის მეფე
ოტო, ბავარიის მეფე
სრული სახელი: მაქსიმილიან იოზეფი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: ლუდვიგ I, ბავარიის მეფე
დედა: ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

მაქსიმილიან II ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი იყო. მისი მეუღლე იყო პრუსიელი პრინცესა მარია.

21 წლის ასაკში ჯერ კიდევ კრონპრინცმა მაქსმა შეიძინა ჰოენშვანგაუს ნანგრევები და სასახლის აგება დაიწყო. სასახლე მისი მემკვიდრის, ლუდვიგის სასახლეების შთაგონების წყარო გახდა.

1848 წელს მამის ტახტიდან გადადგომის შემდგომ იგი ბავარიის მეფე გახდა. საგარეო პოლიტიკური კურსი გერმანიის კავშირში ბავარიის დამოუკიდებლობის შენარჩუნება იყო. ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში მისთვის მნიშვნელოვანი იყო კულტურისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა. მის მიერ მიუნხენის უნივერსიტეტში მოწვეულ იქნენ გერმანიის ცნობილი პროფესორები (მათ შორის იუსტუს ფონ ლიბინგი), რომლებთან ერთად 1854 წლიდან მეფე ყოველკვირეულად სიმპოზიუმებს მართავდა.

მის მიერ დაარსებულ იქნა მაქსიმილიანეუმი, საზოგადოება რომელიც ნიჭირერ პიროვნებათა მეცენობას ეწეოდა. დრეს მაქსიმილიანეუმის შენობაში ბავარიის ლანდტაგი ატარებს სხდომებს. მაქსიმილიან II მფარველობდა ასევე ბავარიულ სახალხო ხელოვნებას და ჩვეულებებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Maximilian II., king of Bavaria". Encyclopædia Britannica. 17 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 921–922.