მაქსიმილიან ფონ შპეე

რაიხსგრაფი მაქსიმილიან იოჰანეს მარია ჰუბერტ ფონ შპეე (გერმ.: Maximilian Johannes Maria Hubert Reichsgraf von Spee) (დ. 22 ივნისი, 1861, კოპენჰაგენი, დანია — გ. 8 დეკემბერი, 1914, ფოლკლენდის კუნძულების მახლობლად გროსკრეისერ „სმს შარნჰორსტის“ ბორტზე) — გერმანელი ვიცე-ადმირალი.

ბიოგრაფია რედაქტირება

გრაფ ფონ შპეეს სამხედრო მოღვაწეობა დაიწყო 1878 წლის 23 აპრილს, როცა იგი, როგორც კადეტი «კაიზერლიხე მარინეს» რიგებში ჩაირიცხა.

ვიცე-ადმირალის წოდების მიღებასთან ერთად იგი დაინიშნა აღმოსავლეთ აზიის ესკადრილიის მეთაურად, რომლის მთავარი ბაზა-ნავთსაყუდელი იყო ჩინური ქალაქი ცინდაო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გერმანიის ფლოტმა ცინდაო დატოვა და შინისაკენ აიღო გეზი. 1914 წლის 1 ნოემბერს კორონელთან საზღვაო ბრძოლაში (ჩილე) გრაფ ფონ შპეეს ესკადრილია წარატებით შეებრძოლა ინგლისურ კრეისერთა დივიზიას. 2 ბრიტანული დაჯავშნული კრეისერი — „გუდ ჰოუპი“ და „მონმაუთი“ ჩაძირულ იქნა. შპეემ გზა განაგრძო, შემოუარა კეთილი იმედის კონცხს და 1914 წლის 8 დეკემბერს ფოლკლენდის კუნძულების მახლობლად წააწყდა მასზე გაცილებით მრავალრიცხოვან ბრიტანულ ფლოტს. ბრძოლა გერმანული ფლოტის დამარცხებით დამთავრდა: საფლაგმანო ხომალდი გროსკრეისერი „სმს შარნჰორსტი“, გროსკრეისერი „სმს გნაიზენაუ“, მცირე კრეისერი „ლაიფციგი“ და მცირე კრეისერი „ნიურნბერგი“ ბრიტანელების მიერ ჩაძირულ იქნა. 2200 გერმანელი მეზღვაური, მათ შორის ესკადრილიის შეფი გრაფი ფონ შპეე და მისი ორივე ვაჟი, ოტო და ჰაინრიხი ბრძოლაში დაიღუპნენ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება