მაფრის სასახლე (პორტ. Palácio Nacional de Mafra) — ბაროკოსა და ნეოკლასიციზმის არქიტექტურული სტილით აგებული სასახლე-მონასტერი პორტუგალიაში. მდებარეობს ლისაბონიდან 28 კილომეტრში, ქალაქ მაფრაში. ნაგებობა ყველაზე დიდი სასახლეა პორტუგალიაში და აგებულია მეფე ჟუან V-ისა და მისი ცოლის ანა ავსტრიელისათვის. მშენებლობა მიმდინარეობდა 1717 წლიდან 1730 წლამდე, იტალიელების, პორტუგალიელებისა და გერმანელების მეთვალყურეობით. პროექტის ავტორია პორტუგალიელი არქიტექტორი ჟოან ფრედერიკო ლიუდოვიჩე. სასახლის ანსამბლის შემადგენლობაში შედის ბაზილიკა, სამეფო ბიბლიოთეკა და ფრანცისკანული მონასტერი. ნაპოლეონის ომების დროს სასახლეში განთავსებული იყო ჯერ ჟან ანდოშ ჟიუნოს, ხოლო შემდეგ ართურ უელსლი ველინგტონის შტაბი. 1910 წლის 5 ოქტომბერს, პორტუგალიაში სამეფო ხელისუფლების დაცემის შემდეგ, მთელი კომპლექსი გამოცხადდა ეროვნულ მუზეუმად. თუმცა ნაგებობის ნაწილი დაიკავეს სამხედროებმა და დახურულია საზოგადოებისათვის. 2007 წლის ოქტომბერში სასახლეში გაიმართა ევროკავშირის XX სამიტი.

მაფრის სამეფო შენობები — მაფრის სასახლე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა პორტუგალიის დროშა პორტუგალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია [1]
რეგიონი** აზია
კოორდინატები 38°56′13″ ჩ. გ. 9°19′31″ დ. გ. / 38.93694° ჩ. გ. 9.32528° დ. გ. / 38.93694; -9.32528
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2019  (43-ე სესია)
ნომერი 1573
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1573
ინგლ.რუს.ფრ.

2019 წელს მაფრის სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება