მატიტელა (ლათ. Polygonum) — მცენარეთა გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად ბუჩქბალახები და ბუჩქებია. აქვთ სწორმდგომი ან გართხმული, ზოგჯერ ხვიარა ღერო, 4-6 ფურცლიანი გვირგვინისებრი ყვავილსაფარი და სამწახნაგოვანი ნაყოფი.

მატიტელა
ჩვეულებრივი მატიტელა
ჩვეულებრივი მატიტელა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მატიტელასებრნი
გვარი:  მატიტელა
ლათინური სახელი
Polygonum

გვარში 300-მდე სახეობაა. უმეტესად გავრცელებულია ზომიერ და ტროპიკულ ოლქებში. საქართველოში 28 სახეობა იზრდება, მათ შორის ხალხში კარგად ცნობილია სახეობებია წართხალი (Polygonum alpinum), წყლის დვალურა (ლათ. Polygonum amphibium), ჩვეულებრივი მატიტელა (ლათ. Polygonum aviculare), დვალურა (ლათ. Polygonum carneum), ყანის ჭლექი (ლათ. Polygonum convolvulus), ღობისძირა (ლათ. Polygonum dumetorum), წალიკა (ლათ. Polygonum hydropiper) და სხვა სახეობები.

ზოგი მათგანი აბეზარი სარეველაა, ზოგს ხალხურ მედიცინაში იყენებენ, ზოგი კი ცხოველთა (განსაკუთრებით ბატების და ინდაურების) საკვებია.

ლიტერატურა რედაქტირება