მატილდა ფრიზიელი (ფრანგ. Mathilde de Frise; დ. 1024 – გ. 1044) — საფრანგეთის დედოფალი 1034-1044 წლებში როგორც ანრი I-ის პირველი ცოლი. ფრიზიის მარკგრაფ ლიუდოლფისა და მისი ცოლის გერტრუდა ფონ ეგიშეიმის ასული.

მატილდა ფრიზიელი
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1034
მმართ. დასასრული: 1044
წინამორბედი: კონსტანსია დ’არლი
მემკვიდრე: ანა კიეველი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1024
გარდ. თარიღი: 1044, (19-20 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ანრი I, საფრანგეთის მეფე
მამა: ლიუდოლფი, ფრიზიის მარკგრაფი
დედა: გერტრუდა ფონ ეგიშეიმი
რელიგია: ქრისტიანობა

მატილდა და ანრი 1034 წელს, მისი საცოლის, მატილდა ფრანკონიელის გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდნენ. 1040 წელს მან თავისი პირველი და უკანასკნელი გოგონა გაააჩინა, რომელიც ოთხ წელიწადში დაიღუპა. იგი თავისი ქალიშვილის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. დედოფალი მატილდა დაკრძალეს სენ დენის სამეფო ბაზილიკაში, პარიზში.

მისი გარდაცვალების შემდეგ ანრიმ ცოლად ანა კიეველი შეირთო, რომელთანაც შეეძინა მემკვიდრეები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Woll, Carsten (2002). Die Königinnen des hochmittelalterlichen Frankreich. Stuttgart: Steiner. ISBN 3-515-08113-5.
  • Treffer, Gerd (1996). Die französischen Königinnen. Von Bertrada bis Marie Antoinette [The Queens of France. From Bertrada to Marie Antoinette]. Regensburg: Pustet. ISBN 3-7917-1530-5.