მასტერსი 2004 (სნუკერი)

მასტერსი 2004 (ინგლ. Masters 2004) — სნუკერის პროფესიონალური არარეიტინგული ტურნირი. ტარდებოდა 2004 წლის 1 თებერვლიდან 8 თებერვლამდე Wembley Conference Centre-ში, ლონდონში. ტურნირის გამარჯვებული გახდა პოლ ჰანტერი, რომელმაც ფინალში დაამარცხა რონი ო’სალივანი ანგარიშით 10:9.


სნუკერის
ტურნირები
მასტერსი
ლონდონი, ინგლისი
1 თებერვალი — 8 თებერვალი 2004
Wembley Conference Centre
საპრიზო ფონდი — GB£ 400 000
გამარჯვებული — £ 100 000
უმაღლესი ბრეიკი — 138 (რონი ო’სალივანი)
სტატუსი — არარეიტინგული
ჩემპიონი
ჩემპიონი 2003 — მარკ უილიამსი
ჩემპიონი 2004 — პოლ ჰანტერი
ფინალისტი — რონი ო’სალივანი

აღსანიშნავი ფაქტები რედაქტირება

  • 16 წლის დინ ჯუნხუი მასტერსზე თავისი პირველი მატჩი მოიგო. უაილდკარდ რაუნდში ჯუნჰუის მოწინააღმდეგე იყო ინგლისელი ჯო პერი. ჩინელმა იგი 6:3 დაამარცხა. 1/8 ფინალში დინი სტივენ ლის შეხვდა და, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან 5:2-ს იგებდა, 5:6 დამარცხდა.
  • პოლ ჰანტერმა ბოლო ოთხის წლის განმავლობაში მასტერსის მესამე ტიტული მოიგო. ფინალში ჰანტერმა ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და არაპროგნოზირებადი ფინალი ითამაშა. მან რონი ო’სალივანი 10:9 დაამარცხა. მატჩის დასაწყისსა და შუა ეტაპზე ჰანტერი ანგარიშში ძლიერ ჩამორჩებოდა — იგი აგებდა 0:2-ს, 1:6-ს, 2:7-ს, 6:8-სა და 7:9-ს, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მოახერხა. მატჩის მსვლელობისას ჰანტერმა 5 სენჩერი-ბრეიკი გააკეთა.
  • 2004 წლის მასტერსი პირველი იყო, რომელიც სპონსორის გარეშე ჩატარდა. სიგარეტის ბრენდი Benson & Hedges, რომელიც ტურნირს დასაწყისიდანვე უჭერდა მხარს, იძულებული გახდა, შეეწყვიტა თანამშრომლობა ტურნირთან, რადგან ბრიტანეთის კანონმდებლობაში ცვლილებები მოხდა — ამიერიდან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აიკრძალა თამბაქოს სატელევიზიო რეკლამა.

საპრიზო ფონდი რედაქტირება

  • საერთო საპრიზო გონდი: GB£ 400 000
  • გამარჯვებული: £ 100 000

უმაღლესი ბრეიკი რედაქტირება

შედეგები რედაქტირება

უაილდკარდ რაუნდი რედაქტირება

მატჩი ანგარიში თარიღი
WC1   ჯო პერი (15) 3:6 დინ ჯუნხუი   2 თებერვალი
WC2   ჯიმი უაიტი (16) 6:2 ნილ რობერტსონი   1 თებერვალი

პლეი-ოფი რედაქტირება

  1/8 ფინალი მეოთხედფინალები ნახევარფინალები ფინალი
                                     
   მარკ უილიამსი 6  
   მეთიუ სტივენსი 5  
     მარკ უილიამსი 5  
       პოლ ჰანტერი 6  
   პოლ ჰანტერი 6
   დევიდ გრეი 3  
     პოლ ჰანტერი 6  
     ჯონ ჰიგინსი 3  
   სტივენ ლი 6  
   დინ ჯუნხუი 5  
     სტივენ ლი 4
       ჯონ ჰიგინსი 6  
   ჯონ ჰიგინსი 6
   გრემ დოტი 4  
     პოლ ჰანტერი 10
     რონი ო’სალივანი 9
   რონი ო’სალივანი 6  
   ალან მაკმანუსი 0  
     რონი ო’სალივანი 6
       კენ დოერტი 3  
   კენ დოერტი 6
   სტივ დეივისი 3  
     რონი ო’სალივანი 6
     ჯიმი უაიტი 4  
   პიტერ ებდონი 6  
   კვინტენ ჰანი 3  
     პიტერ ებდონი 4
       ჯიმი უაიტი 6  
   ჯიმი უაიტი 6
   სტივენ ჰენდრი 4  

სენჩერი ბრეიკები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება