მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაში

მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაში (ინგლ. Massively multiplayer online game; აღინიშნება აბრევიატურით MMOG ან MMO) წარმოადგენს ვიდეო ან ონლაინ თამაშების სახეობას, სადაც ერთმანეთს ეჯიბრება ასობით ან ათასობით მოთამაშე. შეჯიბრი ხდება ინტერნეტის დახმარებით, თუმცა არ არის აუცილებელი თამაში მიმდინარეობდეს პერსონალური კომპიუტერით. უკვე არსებობს რამდენიმე სხვა სახეობის კომპიუტერული დანადგარი, რომელთა ერთადერთ "მოვალეობას" წარმოადგენს მომხმარებლისათვის MMOG ტიპის თამაშების შეთავაზება. დღესდღეობით ამ ტიპის თამაშები ყველაზე პოპულარულია და მისი მომხმარებლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება