მასვინგოს პროვინცია

მასვინგოს პროვინცია (ინგლ. Masvingo Province) — პროვინცია ზიმბაბვეში. 1980 წლამდე მისი სახელი იყო ვიქტორია. ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მასვინგო.

პროვინცია
მასვინგოს პროვინცია
ინგლ. Masvingo Province
ქვეყანა ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
ადმ. ცენტრი Masvingo
კოორდინატები 21°00′00″ ს. გ. 31°00′00″ ა. გ. / 21.00000° ს. გ. 31.00000° ა. გ. / -21.00000; 31.00000
ფართობი 56 566 კმ²
მოსახლეობა 1 485 090 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 26,25 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]

გეოგრაფია რედაქტირება

მასვინგოს პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 56 566 კმ²-ს.

პროვინციის ბუნებრივი ლანდშაფტი უპირატესად წარმოადგენს ბალახოვან სტეპების დაბლობს, ტყეებით და გრანიტული ბორცვების წყებით. კლიმატი მშრალია, ნალექი მოდის მხოლოდ წვიმებიან პერიოდში. მასვინგოს პროვინციის სამხრეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში და აღმოსავლეთში გადის ზიმბაბვეს სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან.

მოსახლეობა რედაქტირება

2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 485 090 ადამიანს[1][2][3][4]; ისინი უმეტესად შონას ხალხს წარმოადგენენ.

პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1982 2002 2012
1 031 697 1 318 705 1 485 090

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
მასვინგოს პროვინციის რაიონები.

პროვინცია დაყოფილია 7 რაიონად:

  • ბიკიტა
  • ჩივი
  • ზაკა
  • მასვინგო
  • გუტუ
  • მვენეზი
  • ჩირედზი

ეკონომიკა რედაქტირება

პროვინციაში მსხვილი რქოსანი საქონლის მოსავლელად კარგი პირობებია. მესაქონლეობის გარდა, პროვინციაში ვითარდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და შაქრის ლერწმის მოყვანა იმ პლანტაციებში, რომლის მიწებიც ირწყვება მდინარე მუკურიკვის წყლის საშუალებით.

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

მასვინგოს პროვინციის აღმოსავლეთით, მოზამბიკის საზღვრის გასწვრივ, მდებარეობს გონარეზუს ეროვნული პარკი. დასავლეთით მდებარეობს შუა საუკუნეების ქალაქის — დიდი ზიმბაბვეს ნანგრევები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი.

სქოლიო რედაქტირება