მარჯვენა ხელის წესი

მარჯვენა ხელის წესი — წესი, რომელსაც იყენებენ მაგნიტურ ველში მოძრავ გამტარში ინდუქციური დენის მიმართულების განსასაზღვრავად.

მარჯვენა ხელის წესი: V — გამტარის მოძრაობის სიჩქარის მიმართულება; B — მაგნიტური ველის ინდუქციის მიმართულება; Emf — გამტარში აღძრული ინდუქციური დენის მიმართულება

ამ წესის თანახმად, თუ მარჯვენა ხელისგულს ისე მოვათავსებთ, რომ გადახრილი ცერის მიმართულება ემთხვეოდეს გამტარის მოძრაობის მიმართულებას, ხოლო მაგნიტური ველის ძალწირები ხელისგულში შედიოდნენ, მაშინ ინდუქციური დენის მიმართულება გამტარში თანხვდება გაშვერილი ოთხი თითის მიმართულებას. მარჯვენა ხელის წესი ლენცის წესის შედეგია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება