სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარჯანი (მრავალმნიშვნელოვანი).

მარჯანი — ზღვის უხერხემლოები მარჯნის პოლიპების კლასისა. წარმოადგენს მარჯნის პოლიპების კოლონიის ჩონჩხის მასალას. მარჯნის დიდი დაჯგუფება წარმოქმნის მარჯნის რიფებსა და მარჯნის კუნძულებს. მარჯნის ზრდა ხელსაყრელ პირობებშიც კი გრძივი მიმართულებით შეადგენს არაუმეტეს 1 სმ წელიწადში, ამიტომ საშუალო რიფის ფორმირებისთვის ასწლეულები იხარჯება, ხოლო კუნძულების შემთხვევაში ათასწლეულები. მარჯანი ახლოს ენათესავება აქტინიებს, თუმცა მათგან პრინციპულად განსხვავდება. მსოფლიო ოკეანეში ბინადრობს 6000-ზე მეტი სახეობის მარჯანი. საიუველირო საქმეში უფრო ხშირად გამოიყენება კეთილშობილი მარჯანი, რომლისაგანაც ამზადებენ სამკაულებს — მძივებს, სამაჯურებსა და სხვა.

მარჯანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Coral

ძველ ქართულ წყაროებში მარჯანს ზოგჯერ ძოწი და ძოწეული ეწოდება. მარჯნის მძივები და ამ ქვით შემკული სხვადასხვა ნივთი უკვე ბრინჯაოს ხანიდან გვხვდება საქართველოში. მისი მოხმარება მომდევნო პერიოდშიც ძალზე მიღებული ყოფილა.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება