მარტის იდები (ფილმი)

მარტის იდები (ინგლ. The Ides of March) — 2011 წლის ამერიკული პოლიტიკური დრამა, რომლის რეჟისორია ჯორჯ კლუნი. სცენარი, რომელიც დაწერა კლუნიმ გრანტ ჰესლოვთან და ბო უილიმონთან ერთად დაფუძნებულია უილიმონის 2008 წლის პიესაზე „ფარაგუტ ნორდი“. ფილმი მოგვითხრობს პენსილვანიის გუბერნატორის, მაიკ მორისის საპრეზიდენტო კამპანიაზე და მის ურთიერთობაზე იდეალისტი სტივენ მეიერთან. რაიან გოსლინგი თამაშობს კამპანიის უმცროს მენეჯერს, ჯორჯ კლუნი კი — მორისს. სურათში ასევე მონაწილეობენ ფილიპ სეიმურ ჰოფმანი, პოლ ჯიამატი, მარისა ტომეი, ჯეფრი რაიტი და ევან რეიჩელ ვუდი.

„მარტის იდები“

ფილმის პოსტერი
ჟანრი პოლიტიკური დრამა
რეჟისორი ჯორჯ კლუნი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
როლებში
კომპოზიტორი ალექსანდრ დესპლა
ოპერატორი ფედონ პაპამიხაელი
მონტაჟი სტივენ მირიონე
სტუდია
დისტრიბუტორი Columbia Pictures
გამოსვლის თარიღი 31 აგვისტო, 2011 (2011-08-31) (ვენეციის კინოფესტივალი)
7 ოქტომბერი, 2011 (2011-10-07)
ხანგრძლივობა 101 წუთი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 12,5 მილიონი[1]
შემოსავალი 76 მილიონი აშშ დოლარი[2]

„მარტის იდებმა“ გახსნა ვენეციის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი და ასევე აჩვენეს ჰაიფასა და ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.[3] ფილმი კინოეკრანებზე გამოვიდა 2011 წლის 7 ოქტომბერს და მსოფლიოს მასშტაბით მისმა შემოსავალმა შეადგინა 76 მილიონი აშშ დოლარი.[2] Rotten Tomatoes-ის მიხედვით ფილმი კინოკრიტიკოსთა 86%-მა მოიწონა.[4]

ფილმის სათაური უკავშირდება იულიუს კეისრის მკვლელობის დღეს, 15 მარტს, რომელიც მარტის იდების სახელითაა ცნობილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Kaufman, Amy. (6 ოქტომბერი, 2011) Movie Projector: 'Real Steel' to crush 'Ides of March'. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი, 2011.
  2. 2.0 2.1 {cite web |url=http://www.boxofficemojo.com/movies/?id=idesofmarch.htm |title=The Ides of March (2011) |work=Box Office Mojo |publisher=Amazon.com |accessdate=15მაისი, 2012}}
  3. „TIFF 2011: U2, Brad Pitt, George Clooney Films Featured At 2011 Toronto International Film Festival“. The Huffington Post. The Canadian Press. July 26, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 8, 2011. ციტირების თარიღი: August 25, 2011.
  4. The Ides of March. Rotten Tomatoes. Flixster. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2011.