მარტინ ვისკარა (დ. 22 მარტი, 1963) — პერუელი ინჟინერი და პოლიტიკოსი. იყო პერუს პრეზიდენტი 2018-2020 წლებში. ვისკარა მანამდე იყო მოკეგუის რეგიონის გუბერნატორი, ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების მინისტრი და პერუს ელჩი კანადაში.

მარტინ ვისკარა
მარტინ ვისკარა
პერუს 67-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 მარტი 2018 – 10 ნოემბერი 2020
ვიცე-პრეზიდენტი  მერსედეს არაოსი
პრემიერ-მინისტრი  მერსედეს არაოსი
წინამორბედიპედრო პაბლო კუჩინსკი

პერუს ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ივლისი 2016 – 23 მარტი 2018
პრეზიდენტიპედრო პაბლო კუჩინსკი
წინამორბედიმარისოლ ესპინოზა

პერუს ელჩი კანადაში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ოქტომბერი 2017 – 23 მარტი 2018
პრეზიდენტიპედრო პაბლო კუჩინსკი
წინამორბედიმარსელა ლოპეს ბრავო
მემკვიდრეკარლოს გილ დე მონტეს მოლინარი

ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ივლისი 2016 – 22 მაისი 2017
პრემიერ-მინისტრიფერნანდო სავალა
წინამორბედიხოსე გალარდო კუ
მემკვიდრებრუნო გიუფრა

მოკეგუის რეგიონის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი 2011 – 31 დეკემბერი 2014
წინამორბედიჯეიმ როდრიგეს ვილანუევა
მემკვიდრეჯეიმ როდრიგეს ვილანუევა

დაბადებული22 მარტი, 1963 (1963-03-22) (61 წლის)
ლიმა, პერუ
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი
მეუღლემარიბელ დიას დე ვისკარა
შვილები4
განათლებაინჟინერიის ეროვნული უნივერსიტეტი

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო პარტიის, „პერუელები ცვლილებებისთივს", ლიდერის პედრო პაბლო კუჩინსკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.

ვისკარა პრეზიდენტი 2018 წლის 23 მარტს გახდა, მას შემდეგ, რაც პერუს 66-ე პრეზიდენტმა, კუჩინსკიმ თანამდებობა დატოვა.[1][2]

ადრეული წლები რედაქტირება

ვისკარა APRA-ს ყოფილი წევრის, ცეზარ ვისკარა ვარგასისა და დაწყებითი სკოლის მასწავლებლის, დორის კორნეოს ოჯახში დაიბადა. მამამისი მოკეგუის მერი და პერუს 1978 წელს მოსწვეული პარლამენტის წევრი იყო. მისი ოჯახი თავდაპირველად მოკეგუაში ცხოვრბოდა, თუმცა, მოგვიანებით ავადმყოფობის გამო, ლიმაში გადავიდნენ. ვისკარას ცხოვრებაში მამამისმა დიდი როლი ითამაშა.[3]

განათლება რედაქტირება

1984 წელს ვისკარამ დაამთავრა ინჟინერიის ეროვნული უნივერსიტეტი ლიმაში. ასევე მიღებული აქვს მენეჯმენტის ადმინისტრირების დიპლომი ბიზნესის ადმინისტირირების სკოლაში.[4]

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

მოკეგუის გუბერნატორი რედაქტირება

ვისკარას პოლიტიკური ამბიციები ჯერ კიდებ 2006 წელს დაიწყო, როდესაც APRA-ს პარტიით მონკეგუის გუბერნატორობაზე კენჭი იყარა, თუმცა, არჩევნებში დამარცხდა.[3] 2008 წელს მან უთანასწორო გადასახადების გამო ,,მოკეგუასოს" სახელით ცნობილი საპროტესტო აქციები გამართა.[3] ვისკარამ კრიზისის მოსაგვარებლად იმოგზაურა ლიმაში და აცნობა პერუს მთავრობას რეგიონში არსებული სიტუაცია, რითაც მათგან მიიღო დაპირება შეეტანათ ცვლილებები კანონში საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამ მოვლენამ შეუწო ხელი მის სამომავლო წარმატებას.[3]

2011 წელს ვისკარა მოკეგუის გუბერნატორად აირჩიეს. მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს, გაუმჯობესდა სოციალური მდგომარეობა და შემცირდა კორუფციის შემთხვევები, რის გამოც ვაშინგტონ პოსტმა მას პერუს ..უიშვიათესი მაგალითი" უწოდა. მან ასევე მოაგვარა დაპირისპირება მოსახლეობასა და სამთო კომპანია Anglo American-ს შორის. ვისკარა მოკეგუის გუბერნატორი 2014 წლამდე იყო. [3]

სქოლიო რედაქტირება

  1. Quigley, John. (March 21, 2018) Vizcarra Set to Become Peru's New President Facing Daunting Challenges. Bloomberg. ციტირების თარიღი: March 22, 2018.
  2. Collyns, Dan. (March 22, 2018) Peru president Pedro Pablo Kuczynski resigns amid corruption scandal. The Guardian. ციტირების თარიღი: March 22, 2018.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Briceno, Franklin; Armario, Christine (2018-03-23). „Incoming Peru president a political novice facing tough odds“. The Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-23. ციტირების თარიღი: 2018-03-23. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |dead-url= (დახმარება)
  4. Martín Vizcarra Cornejo - Peruanos Por el Kambio - PPK es-ES (16 December 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 23 March 2018.