მარტინ ბუბერი (ებრ. מרטין בובר, გერმ. Martin Buber; 8 თებერვალი, 1878, ვენა, ავსტრია13 ივნისი 1965, იერუსალიმი, ისრაელი) — ავსტრიელ-ებრაელი ეგზისტენციალური ფილოსოფოსი, სიონიზმის თეორიტიკოსი.

მარტინ ბუბერი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1878 წლის 8 თებერვალს ავსტრიის ქალაქ ვენაში. ახალგაზრდობა გაატარა ლემბერგში (ამჟამად ლვოვი). განათლება აქვს მიიღებული ვენის უნივერსიტეტში, ასევე ბერლინის, ციურიხისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. 1911 წელს გამოდიოდა ლექციებით ბერლინში, ექსპრესიონისტულ „ახალ კლუბში“. 1924-1933 წლებში — იუდაიზმის ფილოსოფიისა და ეთიკის პროფესორი მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტში. 1933 წელს გერმანიიდან შვეიცარიაში გადასახლდა, ხოლო 1938 წელს პალესტინაში, სადაც 1951 წლამდე იყო იერუსალიმის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი, 1960-1962 წლებში ისრაელის მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

თხზულებები რედაქტირება

  • მ. ბუბერი. ჰასიდური ტრადიციები
  • მ. ბუბერი. „მე და შენ“
  • მ. ბუბერი. „ორი სახის სარწმუნოება“
  • მ. ბუბერი. „სიკეთისა და ბოროტების სახეობები“
  • მ. ბუბერი. „ადამიანის პრობლემა“

ლიტერატურა მ. ბუბერის შესახებ რედაქტირება

  • მარკ კელნერი. მარტინ ბუბერის სიცოცხლე და შემოქმედება
  • პ. ს. გურევიჩი „ბუბერის ეგზისტენციალიზმი“
  • ტ. პ. ლიფინცევა „მარტინ ბუბერის დიალოგის ფილოსოფია“
  • ტ. პ. ლიფინცევა «დიალოგი როგორც დაბადების სტრუქტურა მარტინ ბუბერის რელიგიურ ეგზისტენციალიზმში»
  • რ.ვ. კოტენკო „შეკითხვა ადამიანზე მარტინ ბუბერის ფილოსოფიაში“
  • Herman, Johnathan Roy. I and Tao: Martin Buber’s Encounter with Chuang Tzu. Albany, NY: SUNY Press, 1996.
  • შ. ი. აგნონი მარტინ ბუბერის შესახებ

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება