„მარსელი“ (ინგლ. The Martian) — 2015 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია რიდლი სკოტი. ფილმი ეფუძნება ენდი უირის 2011 წლის ამავე სახელწოდების რომანს. კინოსურათი მოგვითხრობს ასტრონავტი მარკ უოტნის (მეტ დეიმონი) შესახებ, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად მარსზე მარტოდ დარჩენილი გადარჩენას და დედამიწაზე დაბრუნებას ცდილობს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ჯესიკა ჩესტეინი, ჯეფ დენიელსი, კრისტენ ვიიგი, ჩიუტელ ეჯიოფორი, შონ ბინი, მაიკლ პენა, ქეით მარა, სებასტიან სტანი, აქსელ ჰენი, მაკენზი დევისი, დონალდ გლოვერი და ბენედიქტ ვონგი.

„მარსელი“
ინგლ. The Martian
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
რეჟისორი რიდლი სკოტი
პროდიუსერი

საიმონ კინგბერგი
რიდლი სკოტი
მაიკლ შაეფერი

მარკ ჰუფამი
როლებში
კომპოზიტორი ჰარი გრეგსონ- უილიამსი
მწარმოებელი კომპანია

Scott Free Productions
Kinberg Genre

TSG Entertainment
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი

11 სექტემბერი, 2015 (ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი)
30 სექტემბერი, 2015 (გაერთიანებული სამეფო)

2 ოქტომბერი, 2015 (აშშ)
ხანგრძლივობა 141 წუთი
ქვეყანა

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები

გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 108 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 630.2 მილიონი აშშ დოლარი

20th Century Fox– ის მხარდაჭერით წარმოებული ფილმი გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების სახელით გამოიცა.[1] პროდიუსერმა საიმონ კინბერგმა ფილმზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც Fox– მა რომანი აირჩია 2013 წლის მარტში. ის დრიუ გოდართან ერთად მუშაობდა სცენარზე, მაგრამ ფილმის წარმოება არ დაიწყო. სკოტმა შეცვალა გოდარდი და დეიმონი მთავარ პერსონაჟად დაამტკიცეს. გადაღებები დაიწყო 2014 წლის ნოემბერში და გაგრძელდა დაახლოებით სამოცდაათი დღე. ოცი გადასაღები მოედანი შეიქმნა მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია უდიდესი სეტი ბუდაპეშტში, უნგრეთში. იორდანიაში მდებარე ვადი რუმს იყენებდნენ მარსის სცენების გადასაღებად.

ფილმის პრემიერა შედგა 2015 წლის 11 სექტემბერს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო ლონდონში პრემიერა შედგა 2015 წლის 24 სექტემბერს. ფილმი გამოვიდა გაერთიანებულ სამეფოში 2015 წლის 30 სექტემბერს, ხოლო შეერთებულ შტატებში 2015 წლის 2 ოქტომბერს, 2D, 3D, IMAX 3D და 4DX ფორმატებში. [2] ფილმმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მიიღო და მსოფლიოს მასშტაბით 630 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. მარსელი არის სკოტის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი და 2015 წლის მე-10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი. ფილმმა მოწონება დაიმსახურა რეჟისურის, ვიზუალური ეფექტების, მუსიკალური გაფორმების, სცენარის და მეცნიერული სიზუსტის გამო. ასევე აქებდნენ დეიმონის შესრულებას. ფილმმა რამდენიმე ნომინაცია მიიღო, მათ შორის: ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის - მიუზიკლი ან კომედია და შვიდი ნომინაცია ოსკარის 88-ე დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო სურათის და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში. დეიმონმა მოიგო ოქროს გლობუსის პრემია საუკეთესო მსახიობი კაცისთვის - მიუზიკლსა ან კომედიაში და ასევე იყო ნომინირებული ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის კატეგორიაში.

სამსახიობო ჯგუფი რედაქტირება

  • მეტ დეიმონი - მარკ ვეტნი, ბოტანიკოსი, რომელიც არის Ares III-ის გუნდის წევრი.
  • ჯესიკა ჩესტეინი - მეთაური მელისა ლუისი, გეოლოგი და არეს III მისიის მეთაური.
  • კრისტენ უიგი - ენი მონტროუზი, NASA–ს მედიასთან ურთიერთობის დირექტორი.
  • ჯეფ დენიელსი - თეოდორ „ტედი" სანდერსი, NASA–ს დირექტორი.
  • მაიკლ პენია - მაიორი რიკ მარტინეზი, არეს III მისიის მფრინავი.
  • შონ ბინი - მიტჩ ჰენდერსონი, ჰერმესის ფრენის დირექტორი.
  • კეიტ მარა - ბეთ ჯოჰანსენი, არეს III სისტემის ოპერატორი.
  • სებასტიან სტენი, როგორც დოქტორი კრის ბეკი.
  • აქსელ ჰენი - დოქტორი ალექს ვოგელი, გერმანიის მოქალაქე, რომელიც არის Ares III-ის ნავიგატორი და ქიმიკოსი.
  • მაკენზი დეივისი - მაინდი პარკი, სატელიტის მგეგმავი
  • ბენედიქტ ვონგი - ბრიუს ნგი, რეაქტიული გამანადგურებელი ლაბორატორიის დირექტორი
  • დონალდ გლოუერი - რიჩ პარნელი, ასტროდინამიკოსი
  • ჩენ შუ - ჟუ ტაო, (ჩინ. 朱涛), ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის მთავარი მეცნიერის მოადგილე
  • ედი კო - გუ მინგი (ჩინ. 郭明), ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის მთავარი მეცნიერი
  • ჩივეტელ ეჯიოფორი - ვინსენტ კაპური, NASA– ს მარსის მისიების დირექტორი[3][4]
 
რეჟისორი რიდლი სკოტი

წარმოება რედაქტირება

განვითარება რედაქტირება

მარსელის რეჟისორია სკოტი. ფილმი დაფუძნებულია დრიუ გოდარდის სცენარზე, რომელიც უირის 2011 წლის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას წარმოადგენს. 20th Century Fox– მა რომანი შეარჩია 2013 წლის მარტში და პროდიუსერი საიმონ კინბერგი ცდილობდა მის გადაღებას. [5] შემდეგ მაისში გოდარდმა მოლაპარაკებები აწარმოა სტუდიასთან, რის საფუძველზეც მარსელის რეჟისორი გახდა.[6] გოდარდმა დაწერა სცენარი ფილმისთვის[7][8] 2014 წლის მაისში სკოტი მოლაპარაკებებს აწარმოებდა სტუდიასთან, რომ ფილმში მთავარი როლი დეიმონს შეესრულებინა.[9] სკოტის თქმით, იგი მეცნიერებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა და ფილმს შემეცნებითი ხასიათითაც ტვირთავდა. [10] [11]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "The Martian (EN)". Lumiere. Retrieved June 24, 2017.
  2. Lee, Hyo-won. (October 19, 2015) South Korea Box Office: 'Martian' Dominates for Second Consecutive Week. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: October 19, 2015
  3. McNary, Dave (October 8, 2015). "'The Martian' Slammed Over 'White-Washing' Asian-American Roles". Variety. Retrieved October 9, 2015.
  4. Wickman, Kase (October 9, 2015). "One Person Who Doesn't Think 'The Martian' Was Whitewashed? The Author". MTV News. Retrieved October 10, 2015.
  5. Kroll, Justin (March 12, 2013). „Fox Finds 'Martian' For Simon Kinberg“. ციტირების თარიღი: August 25, 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  6. Sneider, Jeff (May 15, 2013). „Drew Goddard in Negotiations to Write and Direct 'The Martian' for Fox“. TheWrap. ციტირების თარიღი: August 25, 2015.
  7. Lidz, Gogo (June 18, 2015). „Matt Damon Spills About 'The Martian'. Newsweek. ციტირების თარიღი: August 25, 2015.
  8. Kroll, Justin (September 24, 2014). „Michael Pena Circles Ridley Scott's 'The Martian' With Matt Damon“. ციტირების თარიღი: August 26, 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  9. Kroll, Justin (May 13, 2014). „Ridley Scott in Talks to Direct Fox's 'The Martian' With Matt Damon“. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 31, 2015. ციტირების თარიღი: August 25, 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  10. Kroll, Justin (September 3, 2014). „Jessica Chastain Joins Matt Damon in Ridley Scott's 'The Martian'. ციტირების თარიღი: August 26, 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  11. McKittrick, Christopher. (August 20, 2015) Life Goes On: Drew Goddard on The Martian. Creative Screenwriting. ციტირების თარიღი: August 20, 2015