მარკუს მაიკლ პატრიკ ფიჰილი (ინგლ. Mark Michael Patrick Feehily) (დაიბადა. 8 მაისი, 1980, სლაიგო, ირლანდია ) ფართო მასებში უფრო ცნობილი როგორც მარკ ფიჰილი, პოპულარული ირლანდიური ვოკალური პოპ ჯგუფის, Westlife-ის წევრი.

მარკ ფიჰილი

მარკ ფიჰილი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მარკუს მაიკლ პატრიკ ფიჰილი
დაბ. თარიღი 8 მაისი, 1980
დაბ. ადგილი სლაიგო
წარმოშობა სლაიგო, ირლანდია
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი-სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, პიანო
აქტიური 1998 - დღემდე
საიტი www.westlife.com
მარკუს ფიჰილი ვიკისაწყობში

ჰყავს ორი უმცროსი ძმა, ბერი (დ.1985) და ქოლინი (დ.1989). მისი მშობლები არიან მარი და ოლივერ ფიჰილები.

უესტლაიფის მუსიკში მარკი გამოირჩევა მისი ძლიერი, ემოციური ხმით, რაც თვალნათლივ ჩანს უესტლაიფის ყველა სიმღერაში. ის ინაწილებს წამყვანი ვოკალისტის როლს შაინ ფილანთან.

უესტლაიფამდე მარკი, შაინ ფილანი და ქეიან იგანი იყვნენ ჯგუფ IOU-ის წევრები. სადაც ბენდის სიმღერები Everlasting Love და Together Girl Forever ნაწილობრივ მარკმა დაწერა.

ფიჰილის, ბენდის სხვა წევრებთან ერთად ასევე დაწერილი აქვს რამდენიმე სიმღერა, ესენია:

  • Imaginary Diva
  • Reason For Living
  • Crying Girl
  • You Don't Know
  • Never Knew I Was Losing You
  • Where We Belong
  • Singing Forever
  • I Won't Let You Down
  • You See Friends (I See Lovers)
  • I'm Missing Loving You
  • Miss You When I'm Dreaming
  • Reach Out

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ფიჰილიმ საჯარო ქამინ-აუთი იმის შესახებ რომ ის გეია გააკეთა ბრიტანულ ბულვარულ გაზეთში The Sun, და განაცხადა მის ხანგრძლივ ურთიერთობაზე კევინ მაკდეინთან, ბრიტანული ბოი-ბენდის V-ის წევრთან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება