მარკუს გროსკოპფი (გერმ. Markus Großkopf; დ. 21 სექტემბერი, 1962, ჰამბურგი, გერმანია) — გერმანელი პაუერ და სპიდ მეტალ მუსიკოსი, ჯგუფ Helloween-ის დამაარსებელი ბას-გიტარისტი.

მარკუს გროსკოპფი

მარკუსი კონცერტზე Helloween-თან ერთად, 2010 წელს.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მარკუს გროსკოპფი
დაბ. თარიღი 21 სექტემბერი, 1965 (1965-09-21) (58 წლის)
ჰამბურგი, გერმანია
დაბ. ადგილი ჰამბურგი
ჟანრ(ებ)ი პაუერ მეტალი,
მძიმე მეტალი,
სპიდ მეტალი
საქმიანობა ბას გიტარისტი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა, გიტარა, ვოკალი
აქტიური 1978—დღემდე
საიტი helloween.org
მარკუს გროსკოპფი ვიკისაწყობში

მარკუს გროსკოპფი ერთ-ერთია ჯგუფში დღემე დარჩენილი ორი დამაარსებელი წევრიდან, მიხაელ ვაიკატთან ერთად.

ბიოგრაფია რედაქტირება

მარკუს გროსკოპფი დაიბადა ქალაქ ჰამბურგში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. გიტარაზე და ბას გიტარაზე დაკვრა მან 15 წლის ასაკში დაიწყო. შემდეგ მან გადაწყვიტა ეპოვნა შესაბამისი ჯგუფი სადაც იგი დაუკრავდა. ამ პერიოდში მან გაიცნო ახალგაზრდა გიტარისტი კაი ჰანსენი, რომელმაც საკუთარ ჯგუფში სახელად Second Hell, ბას გიტარისტის ადგილი შესთავაზა.

ჯგუფის შემადგენლობაში უკვე იყვნენ ინგო შვიხტენბერგი დასარტყამ საკრავებზე და ჰანსენი მთავარ გიტარაზე. მოგვიანებით მათ შეურთდათ მეორე გიტარისტი, მიხაელ ვაიკათი, ჯგუფს სახელი შეეცვალა და ეწოდა Helloween.

Helloween-ში მოღვაწეობის პარალელურად გროსკოპფს აქვს გვერდითი მუსიკალური პროექტებიც, როგორიც არის ბას-გიტარაზე დაფუძნებული მეტალ პროექტი Markus Grosskopf's Bassinvaders.

2002 წელს მან დაუკრა Edguy-ს ვოკალისტ ტობიას სამეტის პროექტში Avantasia.

დისკოგრაფია რედაქტირება

Helloween-თან ერთად რედაქტირება

სტუმრად რედაქტირება

Avantasia რედაქტირება

  • 2001: The Metal Opera
  • 2002: The Metal Opera, part II

ენდი დერისი რედაქტირება

  • 1997: Come in from the Rain

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება