მარკა (ადმინისტრაციული ერთეული)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარკა.

მარკა (გერმ. Mark, ფრანგ. Marche) — სიტყვა წარმოდგება ძველგერმანული „marcha-დან“ („საზღვარი“).[1] ძველ გერმანელებში თავდაპირველად აღნიშნავდა, როგორც კერძო სამფლობელოების, ასევე სახელმწიფო ტერიტორიების საზღვარს, ხოლო მისგან ნაწარმოები სიტყვა „marchio“ ნიშნავდა კაროლინგების სამეფოს სახიფათო სასაზღვრო რეგიონს. მარკის სათავეში იდგა მარკგრაფი. ამის შესაბამისად ყველა სასაზღვრო პროვინციას ეწოდებოდა მარკა (Dänemark — დანია, Steiermark — შტირია). ჯერ კიდევ VII საუკუნეში მარკამ მიიღო სხვა, გადატანითი მნიშვნელობაც: ასე ეწოდებოდა ოლქს, რომელიც მდებარეობდა ცნობილ საზღვრებში და მოიცავდა სხვადასხვა ტიპის სამფლობელოებს, რომლებიც იმყოფებოდა როგორც საზოგადოებრივ, ასევე კერძო საკუთრებაში.

სქოლიო რედაქტირება