მარი (ინგლ. Lake Murray) — ყველაზე უფრო დიდი ტბა პაპუა-ახალ გვინეაში და მთელ ავსტრალაზიაში.[1] მდებარეობს ქვეყნის დასავლეთი პროვინციაში, დაბლობის ტერიტორიაზე (მაქსიმალური სიღრმე — 10 მეტრი), მდინარეების სტრიკლენდის და ფლაის შეერთებიდან ჩრდილოეთით. ტბის საერთო ფართობი შეადგენს 647 კმ²-ს, მაგრამ წვიმების სეზონის დროს იგი შეიძლება მნიშვნელოვნად გაფართოვდეს.[2] მარის ტბის წყლები ჩაედინება მდინარე სტრიკლენდში მდინარე ჰერბერტის გავლით. მაგრამ ძლიერი წვიმების დროს ისეც ხდება, რომ მდინარე სტრიკლენდის წყლები ჩაედინება ტბაში და არა პირიქით.[2]

მარი
ინგლ. Lake Murray
ტბის ხედი კოსმოსიდან
ტბის ხედი კოსმოსიდან
კოორდინატები: 7°00′00″ ს. გ. 141°30′00″ ა. გ. / 7.00000° ს. გ. 141.50000° ა. გ. / -7.00000; 141.50000
მდებარეობა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
სიმაღლე ზღვის დონიდან 20 
სიგრძე 63 კმ
სიგანე 18 კმ
ფართობი 647 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 2038 კმ
მაქსიმალური სიღრმე 10 
მარი (ტბა) — პაპუა-ახალი გვინეა
მარი (ტბა)

მშრალი სეზონის დროს, რომელიც გრძელდება აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით, ტბაზე წარმოიქმნება ლამი, ხოლო გვალვის დროს მარის ტბა შეიძლება მთლიანად დაშრეს.[1] ტბა მდებარეობს ტროპიკული მუსონური კლიმატის ზონაში. წვიმების სეზონი გრძელდება დეკემბრიდან მარტის ან აპრილის ჩათვლით. რეგიონში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2300 მმ-ს.[1] მარის ტბა მთავარ როლს თამაშობს ადგილობრივი პაპუასების ტომების ცხოვრებაში, რადგანაც მათ უზრუნველყოფს მტკნარი წყლით და საკვებით.

ტბა 1913 წელს აღმოაჩინა ექსპედიციამ მასი ბეიკერის (ინგლ. Massey Baker) ხელმძღვანელობით, რომელმაც მას სახელი დაარქვა ავსტრალიის პაპუას ტერიტორიის ლეიტენანტ-გუბერნატორის ჰუბერტ მარის პატივსაცემად.[3][4]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Osborne, Patrick L.. Papua New Guinea. RAMSAR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-03.
  2. 2.0 2.1 Papua New Guinea. Dept. of Environment and Conservation, International Union for Conservation of Nature and Natural Resources, IUCN Environmental Assessment Service, The Fly River catchment, Papua New Guinea: a regional enviromental assessment, IUCN, 1995. — P. 10, 86 p, ISBN 2831702364.
  3. Ok-Fly Social Monitoring Project - Baseline Documentation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-03.
  4. Pacific linguistics, Issues 23-29, Dept. of Linguistics, Research School of Pacific Studies, Australian National University, 1970. — P. 3.