მარინ დრინოვი (დ. 1 ნოემბერი, 1938 — გ. 13 აპრილი, 1906) — ბულგარელი ფილოლოგი და ისტორიკოსი. ცხოვრების უმეტესი ნაწილი რუსეთის იმპერიაში გაატარა. იყო ბულგარული ისტორიოგრაფიისა და ბულგარეთის სამეცნიერო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი; ასევე, 1878 წელს ახლად აღდგენილი ბულგარეთის მთავრობის წევრი.

მარინ დრინოვი

მარინ დრინოვის პორტრეტი
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი,1838
პანაგიურიშტე
გარდაცვალების თარიღი 13 მარტი,1906
ხარკოვი
გარდაცვალების მიზეზი ტუბერკულოზი
ეროვნება ბულგარელი
მოქალაქეობა ბულგარეთი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ფილოლოგი,ისტორიკოსი

ბიოგრაფია რედაქტირება

დრინოვი დაიბადა პანაგიურიშტეში 1839 წელს. თავისი თაობის მრავალი ბულგარელი ინტელიგენტის მსგავსად, დრინოვი 1958 წელს რუსეთის იმპერიაში გაემგზავრა განათლების მისაღებად. სწავლობდა კიევის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიასა და ფილოლოგიას. 1865-1871 წლებში მუშაობდა ავსტრიასა და იტალიაში — ეძებდა დოკუმენტებს ბულგარეთის ისტორიაზე. გარკვეული დროით ცხოვრობდა პრაღაში. 1860-იანი წლების ბოლოს დრინოვმა დაიწყო სტატიების გამოქვეყნება ბულგარეთის ისტორიასა და ბულგარელი ხალხის წარმოშობაზე. 1969 წელს გახდა ბულგარული სალიტერატურო საზოგადოების დამაარსებელი და აქტიური წევრი.[1]

დრინოვის სამაგისტრო ნამუშევარი ეხებოდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე სლავი ხალხის პერიოდულ ჩამოსახლებებს. 1973 წელს მიიღო მაგისტრის წოდება და გახდა ხარკოვის უნივერსიტეტის სლავისტიკის ლექტორი, 1876-ში — პროფესორი.

დრინოვის ავტორობით გამოიცა ფუნდამენტური ნაშრომები ბულგარელ ხალხზე, სლავების უძველეს ისტორიაზე, სლავურ-ბიზანტიურ ურთიერთობებსა და ბულგარული ეკლესიის ისტორიაზე. დრინოვი მხარს უჭერდა ბულგარეთის ეკლესიის გამოყოფას კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან.

ბულგარეთში რუსული მთავრობის არსებობის დროს 1878-1879 დრინოვი იყო პოპულარული განათლებისა და სულიერი საქმიანობის მინისტრი.მონაწილეობა მიიღო ახლად გათავისუფლებული ბულგარეთის ტარნოვოს კონსტიტუციის დაწერაში. მან შესთავაზა მთავრობას, რომ ქალაქ ტარნოვოს ნაცვლად სოფია გამხდარიყო დედაქალაქი. მან შემოიღო კირილიცას სტანდარტიზებული 32 ასოიანი ანბანი, რომელიც გამოიყენებოდა 1945 წლამდე ორთოგრაფიულ რეფორმამდე. დრინოვმა შეიმუშავა ბულგარეთის სკოლების სტრუქტურა და შეიქმნა სამ საფეხურიანი სისტემა საჯარო სასწავლებლებისთვის. ასევე, შექმნა ფონდი ,რომელიც აფინანსებდა მოსწავლეების საზღვარგარეთ (ძირითადად რუსეთში) გაგზავნას. დააარსა ეროვნული ბიბლიოთეკა და არქეოლოგიური მუზეუმი.

დრინოვი 1881 წლის შემდეგ ხარკოვში ცხოვრობდა და გარდაცვალებამდე აგრძელებდა სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას. იქვე გარდაიცვალა ტუბერკულოზთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.[2]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება