მარინიდები, მერინიდებიბერბერთა დინასტია ბანუ-მარინის ტომიდან; განაგებდა მაროკოში 1269-1465 წლებში. XV საუკუნის 60-იანი წლებიდან გაძლიერებულმა დინასტიურმა შუღლმა და ფეოდალურმა შინააშლილობებმა მარინიდების სახელმწიფო დაცემამდე მიიყვანა. XV საუკუნის დასაწყისში პორტუგალიელებთან ბრძოლაში (რომელთაც მიიტაცეს მარინიდების სამფლობელოს ნაწილი) დაწინაურდნენ ვატასიდები (მარინიდების გვერდითი შტო), რომლებიც XV საუკუნის 20-იანი წლებიდან ფაქტობრივად განაგებდნენ სახელმწიფოს. 1565 წლიდან ხელისუფლება მაროკოში მთლიანად მათ ხელში გადავიდა.

მარინიდები

ლიტერატურა რედაქტირება