მარიეტა ბლაუ

ავსტრიელი ფიზიკოსი

მარიეტა ბლაუ (გერმ. Marietta Blau; დ. 29 აპრილი, 1894 — გ. 27 იანვარი, 1970) — ავსტრიელი ფიზიკოსი.

მარიეტა ბლაუ
გერმ. Marietta Blau
დაბ. თარიღი 29 აპრილი, 1894(1894-04-29)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ვენა[6] [5]
გარდ. თარიღი 27 იანვარი, 1970(1970-01-27)[1] [2] [3] [4] [5] (75 წლის)
გარდ. ადგილი ვენა[6] [5]
მოქალაქეობა  ავსტრია
ცისლეიტანია
საქმიანობა ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და ბირთვული ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ნაციონალური პოლიტექნიკური ინსტიტუტი, Universidad Vasco de Quiroga, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბრუკჰეივენის ნაციონალური ლაბორატორია, მაიამის უნივერსიტეტი, Miami University, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი და Universidad Michoacana de San Nicolás de Hidalgo
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი[7]
ჯილდოები ერვინ შრედინგერის პრემია[8] , ლიბენის პრემია[7] , ჰაიტინგერის პრემია[7] და Prize of the City of Vienna for Natural Sciences

ბიოგრაფია რედაქტირება

მარიეტა ბლაუ დაიბადა 1894 წლის 29 აპრილს, საშუალო კლასის ებრაულ ოჯახში. მისი მშობლები, სასამართლოს ადვოკატი — მაიერ (მარკუს) ბლაუ და მისი მეუღლე, ფლორენტინა გლოდცვეიგი იყვნენ. გოგონათა უმაღლეს სკოლაში განათლების ზოგადი მოწმობის მიღების შემდეგ, რომელსაც ქალების გახანგრძლივებული განათლების ასოციაცია ხელმძღვანელობდა, მან 1914-1918 წლებში, ვენის უნივერსიტეტის ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტებზე განაგრძო სწავლა. 1919 წელს, ბლაუმ დოქტორის ხარისხი მოიპოვა[9]. მისი სახელი, ფოტოგრაფიული ბირთვული ემულსიის განვითარებასთან ასოცირდება. ამასთან დამატებით, მან ჩამოაყალიბა მეთოდი, რომლითაც სიზუსტით შეისწავლიდა კოსმიური სხივების მოვლენით გამოწვეულ რეაქციებს. მისმა ბირთვულმა ემულსიამ, მრავალმნიშვნელოვნად განავითარა იმ დროის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. 1950 წელს, ერვინ შრედინგერთან ერთად, ბლაუ ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი[10].

მეორე მსოფლიო ომამდე რედაქტირება

1919-1923 წლებში, ბლაუს სხვადასხვა თანამდებობები ეკავა ავსტრიის და გერმანიის ინდუსტრიულ და საუნივერსიტეტო კვლევით ინსტიტუტებში. 1921 წელს, იგი ბერლინში გადავიდა, სადაც, რენტგენის მილების დამამზადებლად მუშაობდა. აღნიშნული თანამდებობა მან იმის გამო დატოვა, რომ ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკის ინსტიტუტის ასისტენტი გამხდარიყო. 1923 წლიდან, მარიეტა ბლაუ ვენაში მდებარე ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის რადიუმის კვლევით ინსტიტუტში მეცნიერად მუშაობდა, ანაზღაურების გარეშე. ავსტრიის საუნივერსიტეტო ქალების ასოციაციის დაფინანსებით, მას გეტინგენსა და პარიზში კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცა (1932/1933).

ვენაში მოღვაწეობის პერიოდში, მარიეტა ბლაუს მთავარ ინტერესს, ნაწილაკების გამოვლენის ფოტოგრაფიული მეთოდის განვითარება წარმოადგენდა. მეთოდური მიზნები, რომელთაც იგი ისახავდა, მოიცავდა ნაწილაკების, კერძოდ, ალფა-ნაწილაკების და პროტონების გამოვლენას და ამასთანავე, მათი ენერგიის განსაზღვრას ემულსიებში დარჩენილი ნაწილის თვისებებზე დაყრდნობით. ბლაუმ განავითარა ფოტოგრაფიული ემულსიის ტექნიკა, რომელიც კოსმიური სხივების შესწავლაში გამოიყენა და გახდა პირველი მეცნიერი, რომელმაც ნეიტრონების გამოვლენის მიზნით, ბირთვული ემულსია გამოიყენა. აღნიშნული სამუშაოსთვის, 1937 წელს, მას და მის ყოფილ სტუდენტს, ჰერთა ვამბახერს, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ლიბენის პრემია მიენიჭათ.

ებრაული წარმოშობის გამო, 1938 წელს, ნაცისტური გერმანიის მიერ ქვეყნის ანექსირების შემდეგ, ბლაუს ავსტრიის დატოვება მოუხდა, რამაც მისი სამეცნიერო კარიერის სერიოზული შეფერხება გამოიწვია. თავდაპირველად, იგი ოსლოში გადავიდა. შემდეგ, ალბერტ აინშტაინის მხარდაჭერით[11], მან მეხიკოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მასწავლებლის თანამდებობა დაიკავა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მექსიკაში არსებულმა მდგომარეობამ კვლევითი პროცესები საკმაოდ რთული გახადა მისთვის, ბლაუმ გამოიყენა შესაძლებლობა და 1944 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რედაქტირება

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1948 წლამდე, ბლაუ ინდუსტრიის დარგში მუშაობდა, შემდეგ კი — 1960 წლამდე, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ბრუკჰეივენის ეროვნულ ლაბორატორიაში და მაიამის უნივერსიტეტში მუშაობდა. ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, იგი პასუხისმგებელი იყო ნაწილაკების დამაჩქარებელში განხორციელებულ მაღალი ენერგიის ექსპერიმენტებში ნაწილაკების გამოვლენისთვის საჭირო ფოტოგრაფიული მეთოდის გამოყენებაზე.

1960 წელს, მარიეტა ბლაუ ავსტრიაში დაბრუნდა და 1964 წლამდე, კვლავ ანაზღაურების გარეშე აწარმოებდა სამეცნიერო სამუშაოებს რადიუმის კვლევით ინსტიტუტში. 1962 წელს, მან ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ერვინ შრედინგერის პრემია მიიღო[12], თუმცა, ბლაუს აკადემიაში გაწევრიანების მცდელობა, წარუმატებელი აღმოჩნდა[13].

გარდაცვალება რედაქტირება

მარიეტა ბლაუ 1970 წლის 27 იანვარს, სიმსივნით გარდაიცვალა. მისი დაავადება დაკავშირებული იყო რადიოაქტიურ ნივთიერებებზე საფრთხის შემცველ მუშაობასთან და წლების მანძილზე თამბაქოს მოხმარებასთან.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 FemBio database
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Gadzinski A. KALLIOPE Austria: Frauen in Gesellschaft, Kultur und WissenschaftWien: Bundesministerium für Europa, Integration und Äußeres, 2015. — S. 213–214. — ISBN 978-3-9503655-5-9
  6. 6.0 6.1 Deutsche Nationalbibliothek Record #123215331 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. 7.0 7.1 7.2 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 1. — P. 143–144. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  8. http://stipendien.oeaw.ac.at/de/preistr%C3%A4ger-und-preistr%C3%A4gerinnen-des-erwin-schr%C3%B6dinger-preises
  9. Marietta Blau.Jewish Women's Archive
  10. Sime, Ruth Lewin (2012). „Marietta Blau in the history of cosmic rays“. Physics Today. 65 (10): 8. Bibcode:2012PhT....65j...8S. doi:10.1063/PT.3.1728. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-15. ციტირების თარიღი: 2017-05-01.
  11. Marietta Blau, Pionera de la física de partículas que vino a México recomendada por Einstein. Diario Judío (ესპანური)
  12. Preisträger und Preisträgerinnen des Erwin Schrödinger-Preises German. Austrian Academy of Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 24 August 2011.
  13. Marietta Blau დაარქივებული 2016-08-20 საიტზე Wayback Machine. . Unlearned lessons