მარია ჰენრიეტა ავსტრიელი

მარია ჰენრიეტა ავსტრიელი (გერმ. Maria Henrietta von Österreich, ფრანგ. Marie Henriette de Habsbourg; დ. 23 აგვისტო, 1836, ბუდაპეშტი, ავსტრია-უნგრეთი — გ. 19 სექტემბერი, 1902, სპა, ბელგია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიის წარმომადგენელი. უნგრეთის კურფიურსტ იოზეფ ავსტრიელისა და მარია დოროთეა ვიუტემბერგელის ქალიშვილი. საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ II-ის შვილიშვილი და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც II-ის ბიძაშვილი. ბელგიის დედოფალი 1865-1902 წლებში როგორც ლეოპოლდ II-ის პირველი მეუღლე.

მარია ჰენრიეტა ავსტრიელი
ბელგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 10 დეკემბერი, 1865
მმართ. დასასრული: 19 სექტემბერი, 1902
წინამორბედი: ლუიზა მარია ორლეანელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ ბავარიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 აგვისტო, 1836
დაბ. ადგილი: ბუდას ციხესიმაგრე, ბუდაპეშტი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 19 სექტემბერი, 1902, (66 წლის)
გარდ. ადგილი: დიუ-მიდის სასტუმრო, სპა, ბელგიის სამეფო
მეუღლე: ლეოპოლდ II, ბელგიის მეფე
შვილები: ლუიზა
ლეოპოლდი, ბრაბანტის ჰერცოგი
სტეფანია, ავსტრიის პრინცესა
კლემენტინა
სრული სახელი: მარია ჰენრიეტა ანა
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: იოზეფი, უნგრეთის კურფიურსტი
დედა: მარია დოროთეა ვიუტემბერგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

მარია ჰენრიეტა დაიბადა 1836 წლის 23 აგვისტოს, ბუდაპეშტის ბუდას ციხესიმაგრეში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში. იგი იყო იმპერატორ ლეოპოლდ II-ის უმცროსი ვაჟის, უნგრეთის კურფიურსტ იოზეფ ავსტრიელისა და მისი ცოლის, ერცჰერცოგინია მარია დოროთეა ვიუტემბერგელის ქალიშვილი.

 
მარია ჰენრიეტას გერბი

1853 წლის 22 აგვისტოს 16 წლის მარია ჰენრიეტა ცოლად შერთეს ბელგიის ტახტის მემკვიდრეს, 18 წლის პრინც ლეოპოლდს. პრინცი ლეოპოლდი ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ისა და მისი მეორე ცოლის, საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის ასულ ლუიზა მარია ორლეანელის უფროსი ვაჟი იყო. მარია ჰენრიეტას მული იყო თვით მექსიკის იმპერატრიცა შარლოტ ბელგიელი, რომლის ქმარიც დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და პორტუგალიისა და ბრაზილიის დედოფალ მარია II-ის ღვიძლი ბიძაშვილი იყო.

მარია ჰენრიეტასა და ლეოპოლდის ქორწინება ბელგიასა და ავსტრია-უნგრეთს შორის ალიანსის შექმნასა და გამყარებას ემსახურებოდა. როგორც ცნობილია, მარია ჰენრიეტას მამამთილი, მეფე ლეოპოლდ I წარსულში პროტესტანტი იყო და ბელგიის ტახტის მისაღებად თავადაც კათოლიკობა მიიღო და შვილებსაც მიაღებინა, თუმცა მისი რომთან დაახლოვება განსაკუთრებით მისი ვაჟის ავსტრიელ პრინცესაზე დაქორწინების შემდეგ გაძლიერდა. ჰენრიეტა ძალიან მომხიბვლელი, გონიერი და სიცოცხლით სავსე ქალი იყო, რომელიც დიდად იყო დაინტერესებული ცხენებით. მიუხედავად ამისა, შვილების გაჩენის შემდეგ წყვილი ერთმანეთს ჩამოსცილდა. როგორც მაშინდელი სამეფო კარის ქრონიკები აღწერენ, მარია ჰენრიეტა ვერ ეგუებოდა ქმრის უხეშ და ტემპერამენტიან ხასიათს, რის გამოც თავს მისგან შორს იჭერდა. 1865 წლიდან ბელგიის მეფე ლეოპოლდ II, ხოლო დედოფალი მარია ჰენრიეტა ავსტრიელი ხდება. 1869 წელს ერთადერთი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ მეფე-დედოფალმა კიდევ ერთი მემკვიდრის გაჩენა გადაწყვიტეს, თუმცა შედეგაც 1872 წელს პრინცესა კლემენტინა დაიბადა. ცნობილია, რომ იგი თავის სამივე ქალიშვილს ძალიან მკაცრად, კათოლიკური წესებით ზრდიდა. დედოფალმა ჰენრიეტამ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი უკმაყოფილებასა და უბედურებაში გაატარა. 1895 წლიდან იგი საბოლოოდ გადასახლდა ქალაქ სპაში. მისი გადასახლების შემდეგ, ბრიუსელის სამეფო კარზე იგი მისმა ქალიშვილმა კლემენტინამ ჩაანაცვლა, როგორც პირველი ქალბატონი.

1895 წელს ქალაქ სპაში მან დიუ-მიდის მდიდრული სასტუმრო შეიძინა, ქმარს განშორდა და მარტო დასახლდა. იგი აქ 1905 წლის 19 სექტემბერს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს დედაქალაქ ბრიუსელის სამეფო საძვალეთში. მისი გარდაცვალებიდან მალევე მეფე ლეოპოლდმა მალულად იქორწინა თავის საყვარელ კაროლინა დელაკრუაზე.

შვილები რედაქტირება

  1. ლუიზა (1858-1924), ცოლად გაჰყვა პრინც ფილიპე საქსენ-კობურგ-გოთელს;
  2. ლეოპოლდი (1859-1869), ბრაბანტის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. სტეფანია (1864-1945), ცოლად გაჰყვა ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ისა და ელიზაბეთ ბავარიელის ვაჟ რუდოლფ ავსტრიელს;
  4. კლემენტინა (1872-1955), ცოლად გაჰყვა პრინც ვიქტორ ბონაპარტეს;

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Renate Basch-Ritter: Anna Plochl. Die Frau an der Seite Erzherzog Johanns. Akademische Druck- und Verlags-Anstalt, Graz 2005, ISBN 3-201-01845-7.
  • Jo Gérard, La lionne blessée : Marie-Henriette, reine des Belges, Braine-l’Alleud, Jean-Marie Collet, coll. « Connaissance du passé », 1986, 253 p.
  • Maria José di Savoia, Giovinezza di una regina, Milano, Le Scie, Arnoldo Mondadori Editore, 1991.ISBN 88-04-35108-X