მარია ფრანჩესკა სავოიელი

მარია ფრანჩესკა სავოიელი (იტალ. Maria Francesca di Savoia, პორტ. Maria Francisca de Saboia; დ. 21 ივნისი, 1646 — გ. 27 დეკემბერი, 1683) — ნემურის ჰერცოგ კარლო ემანუელე სავოიელის ქალიშვილი. პორტუგალიის ორგზის დედოფალი. პირველად დედოფალი იყო 1666-68 წლებში როგორც აფონსუ VI-ის მეუღლე, თუმცა აფონსუს შეშლილობის გამო მალევე გასცილდა მას და ცოლად მის ძმას, ინფანტ პედრუს გაჰყვა, რომელთან ერთადაც 1683 წლის სექტემბერში ხელმეორედ ავიდა ტახტზე, თუმცა სამ თვეში იგი გარდაიცვალა.

მარია ფრანჩესკა სავოიელი
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 2 აგვისტო 1666
მმართ. დასასრული: 24 მარტი 1668
წინამორბედი: ლუიზა დე გუსმანი
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 12 სექტემბერი 1683
მმართ. დასასრული: 27 დეკემბერი 1683
მემკვიდრე: მარია სოფია ნოიბურგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 ივნისი 1646
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 27 დეკემბერი 1683, (37 წლის)
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: აფონსუ VI, პორტუგალიის მეფე
(ქ. 1666 - გან. 1668)
პედრუ II, პორტუგალიის მეფე
(ქ. 1668)
შვილები: იზაბელ ლუიზა, ბეირას ჰერცოგინია
სრული სახელი: მარია ფრანჩესკა ელიზაბეტ დი სავოია
დინასტია: სავოიები
მამა: კარლო ამადეო, ნემურის ჰერცოგი
დედა: ელიზაბეტ დე ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი

ოჯახი რედაქტირება

მარია ფრანჩესკა დაიბადა 1646 წლის 21 ივნისს პარიზში. იგი იყო ნემურის ჰერცოგ კარლო ემანუელე სავოიელისა და მისი ცოლის, ელიზაბეტ დე ბურბონის ასული. ელიზაბეტი იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ისა და მისი საყვარლის, გაბრიელა დ'ესტრესის შვილიშვილი. ელიზაბეტს მამისგან მემკვიდრეობით ომალის საჰერცოგო ერგო, რაც ქორწინების შემდეგ მისი ქმრის საკუთრება გახდა. რაც შეეხება მარია ფრანჩესკას მამას, იგი იყო სავოიის ჰერცოგ ფილიპო II-ის შვილთაშვილი.

პირველი ქორწინება რედაქტირება

საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ რომელიც ესპანეთის წინააღმდეგ მოკავშირეებს აგროვებდა, მარია ფრანჩესკა, როგორც უმაღლესი რანგის არისტოკრატი და თავად ლუის ნათესავი, მიათხოვეს პორტუგალიის მეფე აფონსუ VI-ს. ამ დროს მარია ფრანჩესკა უკვე 20 წლის იყო და თითქმის შინაბერად ითვლებოდა. აფონსუ ჭკუიდან შეშლილი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელსაც ტვინის მარცხენა მხარე მთლიანად გათიშული ჰქონდა, ამიტომაც ქვეყანას დედამისი, დედოფალი ლუიზა დე გუსმანი მართავდა.

როდესაც იგი პორტუგალიაში მიემგავრებოდა, ვინაიდან ესპანეთზე ვერ გაივლიდა, საჭირო იყო ზღვით გამგზავრება, საიდანაც იგი 1666 წელს გავიდა, ქალაქ ლა-როშელის პორტიდან. იგი ღრმად იმედგაცრუებული დარჩა თავისი ახალი ცხოვრებით პორტუგალიის სამეფო კარზე. მეფე აფონსუსთან მისი ქორწინება 1666 წლის 2 აგვისტოს შედგა. მან მალევე დაინახა, რომ შეშლილი მეფისადმი მთელი არისტოკრატია და სამეფო ოჯახი შეთქმულებას ამზადებდა, რაშიც თვითონაც დიდი სიამოვნებით ჩაერთო.

საბოლოოდ ეს შეთქმულება ომში გადაიზარდა, რომელიც აფონსუ VI-ის მცირე რიცხოვან მომხრეებსა და დანარჩენ პორტუგალიას შორის მიმდინარეობდა. დედოფალმა მარია ფრანჩესკამ ამ პერიოდში რომანი გააბა თავის მაზლთან პედრუ დე ბრაგანსასთან. დედოფალმა მარია ფრანჩესკამ და ინფანტმა პედრუმ დიდი აჯანყება წამოიწყეს.1667 წლის 1 ოქტომბერს პედრუმ დაიკავა სამეფო სასახლე და მეფეს მოსთხოვა თავისი მეობრების მმართველობისგან ჩამოშორება. სასახლის გარშემო მყოფი ხალხიც იგივეს ითხოვდა. მეფე უნდა დათანხმებულიყო. ნოემბერში იგი აიძულეს უარი ეთქვა ტახტზე. კორტესებმა პედრუ პრინც მმართველად აღიარეს. მარია ფრანჩესკა ამტკიცებდა რომ არ ჰქონდა აფონსუსთან ცოლ-ქმრული ურთიერთობები და როგორც იქნა აფონსუსთან განქორწინდა.

მეორე ქორწინება რედაქტირება

მას შემდეგ რაც აფონსუს გაეყარა, სულ რამდენიმე თვეში მარია ფრანჩესკა პედრუს გაჰყვა ცოლად. 1669 წელს მარია ფრანჩესკამ მათი პირველი და უკანასკნელი ქალიშვილი - იზაბელ ლუიზა ბრაგანსა გააჩინა. ბრაგანსის დინასტია სრული გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, თუმცა იმედი მაინც არსებობდა, ვინაიდან როგორც აღმოჩნდა დედოფალს ბავშვის გაჩენა შეეძლო.

1683 წლის სექტემბერში პედრუ II პორტუგალიის მეფე გახდა, მარია ფრანჩესკა კი კვლავ დედოფლად იქცა. მისმა ბედნიერმა ცხოვრებამ დიდხანს არ გასტანა და ამავე წლის დეკემბერში, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარია ფრანჩესკას ერთადერთი ქალიშვილი 22 წლის ასაკში უშვილოდ დაიღუპა, პედრუს კი სხვა გზა აღარ დარჩა და მეორედ დაქორწინდა მარია სოფია ნოიბურგელზე, რომელმაც მას ვაჟი გაუჩინა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Oresko, Robert (2004). "Maria Giovanna Battista of Savoy-Nemours (1644-1724): daughter, consort, and Regent of Savoy". In Campbell Orr, Clarissa. Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 16–55, ISBN 0-521-81422-7.
  • (pt) Esteves Pereira et Guilherme Rodrigues (éd.), Dicionário Histórico, Corográfico, Heráldico, Biográfico, Bibliográfico, Numismático e Artístico, vol. I, págs. 67-69. Edição em papel © 1904-1915 João Romano Torres - Editor Edição electrónica © 2000-2001 : Manuel Amaral.