მარია პორტუგალიელი

მარია მანუელა პორტუგალიელი (დ. 15 ოქტომბერი 1527, კოიმბრა — გ. 12 აგვისტო 1545, ვალიადოლიდი) — პორტუგალიის პრინცესა. ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის პირველი ცოლი.

მარია მანუელა პორტუგალიელი
ასტურიის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 15 ნოემბერი, 1543
მმართ. დასასრული: 12 აგვისტო, 1545
წინამორბედი: მარგარეტ ავსტრიელი
მემკვიდრე: მერი ინგლისელი
მილანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 15 ნოემბერი, 1543
მმართ. დასასრული: 12 აგვისტო, 1545
წინამორბედი: კრისტინა დანიელი
მემკვიდრე: მერი ინგლისელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 ოქტომბერი, 1527
დაბ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 12 აგვისტო, 1545, (17 წლის)
გარდ. ადგილი: ვალიადოლიდი, ესპანეთი
დაკრძ. ადგილი: ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი
მეუღლე: ფილიპე, ასტურიის პრინცი
შვილები: კარლოსი, ასტურიის პრინცი
დინასტია: ავისები
მამა: ჟუან III, პორტუგალიის მეფე
დედა: ეკატერინე ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარიას მშობლები იყვნენ პორტუგალიის მეფე ჟუან III და ეკატერინე ავსტრიელი.

საქორწილო ცერემონია ფილიპეს და მარიას შორის 1543 წელს შედგა. რადგანაც ისინი ახლო ნათესავები იყვნენ — ფილიპე მარიას ბიძაშვილი იყო — მათ დასაქორწინებლად საჭირო იყო პაპის კურთხევა, რომელიც ყოველგვარი გართულების გარეშე იყო მიღებული. მას შეეძინა ტახტის მემკვიდრე დონ კარლოსი, რომელიც ფიზიკურად და სულიერად იყო დაავადებული, რაც მისი მშობლების ნათესაურ კავშირს უკავშირდებოდა. მარია შვილის დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება