მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტე

მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტე (გერმ. Maria Beatrix von Österreich-Este, იტალ. Maria Beatrice d'Asburgo-Este, ესპ. María Beatriz de Austria-Este; დ. 13 თებერვალი, 1824 — გ. 18 მარტი, 1906) — ჰაბსბურგ-ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენას ჰერცოგ ფრანჩესკო IV-ისა და მარია ბეატრიჩე სავოიელის ასული. კარლისტთა ლიდერ ხუან დე ბურბონის მეუღლე დე მისი ორი ვაჟის დედა.

მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტე
დაბადების თარიღი 13 თებერვალი, 1824
მოდენა, იტალია
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი, 1906, (82 წლის)
გრაცი, ავსტრია
ეროვნება იტალიელები
წოდება მონტისონის ჰერცოგი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ხუანი, მონტისონის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი კარლოსი, მადრიდის ჰერცოგი
ალფონსო, ანჟუს ჰერცოგი
მშობლები მამა: ფრანჩესკო IV, მოდენას ჰერცოგი
დედა: მარია ბეატრიჩე სავოიელი

ბიოგრაფია რედაქტირება

მარია ბეატრიქსი დაიბადა 1824 წლის 13 თებერვალს მოდენაში, იტალიაში. იგი იყო მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ ფრანჩესკო IV-ისა და მისი მეუღლის, მარია ბეატრიჩე სავოიელის ქალიშვილი. 1847 წლის 6 თებერვალს კასერტას სასახლეში შედგა მისი და ესპანეთის მეფე კარლ IV-ის შვილიშვილ ხუან დე ბურბონის ქორწინება. როგორც ხუანის ცოლი, იგი ითვლებოდა ესპანეთის დე ფაქტო დედოფლად და ასევე საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრედ.

მრავალწლიანი ქორწინებიდან, ხუანსა და ბეატრიქსს სულ ორი ვაჟი შეეძინათ:

  1. კარლოს მარია (1848-1909), ესპანეთისა და საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე, ცოლად შეირთო მარგერიტა დე ბურბონ-პარმა, რომელთანაც შეეძინა შვილები, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ბერტა დე როანზე;
  2. ალფონსო კარლოსი (1849-1936), საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე, ცოლად შეირთო მარია დას ნევეს პორტუგალიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია.

ბეატრიქსი გარდაიცვალა 1906 წლის 18 მარტს 82 წლის ასაკში, ავსტრიის ქალაქ გრაცში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Historisches Jahrbuch der Stadt Graz, Bände 26-28, Stadtmuseum Graz, 1996, S. 240
  • Lars Friedrich: Mayerling: Chronik eines Dorfes, Books on Demand, 2008, S. 33