მარიან შარეცი (სლოვენ. Marjan Šarec; დ. 2 დეკემბერი, 1977, ლიუბლიანა, იუგოსლავია) — სლოვენი მსახიობი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. სლოვენიის პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 17 აგვისტოდან.

მარიან შარეცი
მარიან შარეცი
სლოვენიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 აგვისტო, 2018 – 3 მარტი, 2020
პრეზიდენტი  ბორუტ პაჰორი
წინამორბედიმიროსლავ ცერარი

დაბადებული2 დეკემბერი, 1977
ლიუბლიანა, იუგოსლავია
პოლიტიკური პარტიამარიან შარეცის სია
განათლებალიუბლიანის უნივერსიტეტი
პროფესიაჟურნალისტი, პოლიტიკოსი, კომიკოსი

ბიოგრაფია რედაქტირება

მარიან შარეცი დაიბადა 1977 წლის 2 დეკემბერს ლიუბლიანაში. 2001 წელს დაასრულა ლიუბლიანის უნივერსიტეტის თეატრის, რადიოს, კინოსა და ტელევიზიის აკადემია. მომდევნო წლებში აქტიურად მუშაობდა ეროვნულ ტელევიზიაში RTV Slovenija. მონაწილეობდა რადიო-შოუში „რადიო გა-გა“ და სატელევიზიო შოუში „ხრი-ბარ“, როგორც კომედიანტი და პოლიტიკური სატირიკოსი. გარდა ამისა ახდენდა ცნობილი პოლიტიკოსების, სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტის იანეს დრნოვშეკის, ოსამა ბინ ლადენის, ფიდელ კასტროსა, ცნობილი სლოვენი პოლიტიკოსის ანტონ როპის, სლოვენიის პრემიერ-მინისტრების იანეს იანუშისა და ანდრეი ბაიუკის იმიტირებას[1][2]. მუშაობდა როგორც ჟურნალისტი და რედაქტორი[3].

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

2010 წელს მონაწილეობდა ცენტრალური სლოვენიის ქალაქ კამნიკის მერის არჩევნებში. მან პირველ ტურში აიღო მეორე ადგილი, ხოლო გაიმარჯვა მეორე ტურში[1]. იგი იყო მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის პოზიტიური სლოვენიის წევრი. 2014 წელს იგი კვლავ აირჩიეს ქალაქის მერად, მაგრამ ახლა უკვე თავისი პირადი პარტიიდან მარიან შარეცის სია. პირველ ტურში მიიღო ხმების 2/3[3]. პოლიტიკური მოღვაწეობის ვაწყების შემდეგ მიატოვა სამსახიობო კარიერა[4].

2017 წლის მაისში განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბორუტ პაჰორს[5][1]. 2017 წლის ოქტომბერში მიიღო ხმების 25 % და გავიდა მეორე ტურში[6]. მეორე ტურში მიიღო ხმების 47 % და დამარცხდა ბორუტ პაჰორთან.

2018 წლის 17 აგვისტოს შარეცი 55 ხმით აირჩიეს პრემიერ-მინისტრად. მის წინააღმდეგ წავიდა პარლამენტის 31 დეპუტატი[7][8][9].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Portret tedna: Marjan Šarec. Delo.si. ციტირების თარიღი: 2017-06-19.
  2. Marjan Šarec za predsednika države. Delo.si. ციტირების თარიღი: 2017-06-19.
  3. 3.0 3.1 Župan | Občina Kamnik. Kamnik.si. ციტირების თარიღი: 2017-06-19.
  4. Oznake. Večer – Marjan Šarec za predsednika: Strici iz ozadja so izgovor šibkih. Vecer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-23. ციტირების თარიღი: 2017-06-19.
  5. Na predsedniško mesto bi se radi zavihteli tudi estradniki :: Prvi interaktivni multimedijski portal, MMC RTV Slovenija. Rtvslo.si. ციტირების თარიღი: 2017-06-19.
  6. http://www.rtvslo.si/slovenija/mmczivo-volilni-dan-v-sliki-in-besedi/435851
  7. „Marjan Šarec je s 55 glasovi izvoljen za predsednika vlade“. Prvi interaktivni multimedijski portal, MMC RTV Slovenija. ციტირების თარიღი: 2018-08-20.
  8. „Премьером Словении стал бывший комик Шарец“. ციტირების თარიღი: 2018-08-20.
  9. https://www.delo.si/novice/slovenija/sarec-ne-bojim-se-prevzeti-odgovornosti-82579.html