მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი.

მარიამ (მაშო) ჯამბაკურ-ორბელიანი (დ. 22 აგვისტო, 1852 — გ. 23 აგვისტო, 1941) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი.

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი

დაიბადა პოეტ ვახტანგ ორბელიანისა და ეკატერინე ილინსკაია ოჯახში. დაამთავრა თბილისის ქალთა კურსები (1870). 1882 წელს აირჩიეს სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრად. იყო მასწავლებელ ქალთა საზოგადოების გამგეობის წევრი, სამუსიკო სკოლის კომიტეტის წევრი. 1894 წელს გამოსცა მამის ლექსების სრული კრებული. დახმარებას უწევდა საბავშვო ჟურნალებს — „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“, ქალთა საზოგადოება „განათლებას“. 1918 წელს აირჩიეს ახლად დაარსებული თბილისის უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებული დამხმარე საზოგადოების წევრად. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ და მთარგმნელობით საქმიანობას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება