მარიამ ციციშვილი (რუსულ და ევროპულ წყაროებში მარია; დ. 9 აპრილი, 1768, თბილისი, ქართლ-კახეთის სამეფო — გ. 30 მარტი, 1850, მოსკოვი, რუსეთის იმპერია) — მეფე გიორგი XII-ის მეორე მეუღლე, ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი (1798–1800).

მარიამ ციციშვილი
ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 11 იანვარი, 1798
მმართ. დასასრული: 28 დეკემბერი, 1800
წინამორბედი: დარეჯან დადიანი
მემკვიდრე: მონარქიამ შეწყვიტა არსებობა
მონარქი: გიორგი XII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 აპრილი, 1768
დაბ. ადგილი: ტფილისი, ქართლ-კახეთი
გარდ. თარიღი: 30 მარტი, 1850 (81 წლის)
გარდ. ადგილი: მოსკოვი, რუსეთის იმპერია
მეუღლე: გიორგი XII
შვილები: ვაჟები: მიხეილი, ჯიბრაელი, ელიზბარი, იოსები, სპირიდონი, ოქროპირე, სვიმონი და ირაკლი
ქალიშვილები: თამარი, ანა და ანა
დინასტია: ციციშვილები
მამა: გიორგი ვახტანგის ძე ციციშვილი (ხათა-გოგია)
დედა: ელენე გიორგის ასული გურამიშვილი
რელიგია: მართლმადიდებელი ქრისტიანი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია რედაქტირება

ოჯახი რედაქტირება

მარიამ ციციშვილი დაიბადა ტფილისში, თავადი გიორგი ციციშვილისა (ხეთა გოგია) და ელენე გურამიშვილის ოჯახში. 1783 წლის 13 ივლისს მარიამი დაქორწინდა გიორგი XII-ზე, და მისი მეორე მეუღლე გახდა. ქართლ-კახეთის უფლისწულის პირველი მეუღლე — ქეთევან ანდრონიკაშვილი ახალი გარდაცვლილი იყო. 1798 წელს, ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა შვილმა გიორგიმ დაიკავა, ხოლო მარიამი გახდა დედოფალი. 1799 წლის 27 აპრილს, მის უდიდებულესობა ქართალინიისა და კახეთის დედოფალს, მარია გეორგიევნას (რუს. Ея Высочеству Царице Карталинской и Кахетинской Марии Георгиевне) გადაეცა წმინდა ეკატერინეს რუსეთის ორდენის დიდი ჯვარი.

დედოფალ მარიამსა და მეფე გიორგი XII-ს რვა ვაჟი და სამი ქალიშვილი გაუჩნდათ:

საქართველოს ანექსია და რუსეთში ცხოვრება რედაქტირება

1800 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა მეფე გიორგი XII. მისი გარდაცვალების შემდეგ თავი მეფედ აღიარა დავით XIII-მა, მეფის უფროსმა ვაჟმა. არც დარეჯან დედოფალი (ერეკლე II-ის ქვრივი) და არც მისი შვილები არ აღიარებდნენ დავითის ძალაუფლებას. 1801 წლის 18 იანვარს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის ანექსიის შესახებ. იმისთვის რომ მოსახლეობაში არ გაჩენილიყო ახალი მთავრობისადმი დაუმორჩილებლობა და ჯანყი, იმპერატორმა საქართველოში გამოაგზავნა ივანე ლაზარევი, და უბრძანა გაეძევა ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი საქართველოდან.

იმისთვის, რათა თავი აერიდებინა გაძევებას, მარიამმა გადაწყვიტა თავი ხევსურეთს შეეფარა. როდესაც პავლე ციციანოვმა (ციციშვილმა), რომელიც მარიამის შორეული ნათესავი იყო, გაიგო რა დედოფალს ტფილისიდან გაქცევა უნდოდა, უბრძანა ლაზარევს დაეკავებინა მარიამი და გადაეყვანა საცხოვრებლად პეტერბურგში.

ლაზარევის მკვლელობა რედაქტირება

ბრძანებიდან მეორე დილით, 1803 წლის 12 აპრილს რუსი ჯარისკაცებმა ლაზარევის მეთაურობით ალყა შემოარტყეს დარეჯან დედოფლის სასახლე, სადაც ცხოვრობდა მარიამიც. როდესაც გენერალი შემოვიდა სამეფო საძინებელში ნახა მარიამ დედოფალი, რომელიც იჯდა მძინარე ბავშვებთან. ლაზარევმა განუცხადა, რომ სამეფო ოჯახმა უნდა დატოვოს საქართველო და საცხოვრებლად გადავიდეს პეტერგბურგში. ასევე უბრძანა გაეღვიძებინა ბავშვები და სასწრაფოდ დატოვებინა სასახლე, რაზეც მარიამმა შემოუთვალა:

— მე არ მინდა ბავშვების გაღვიძება, შეეშინდებათ. ვინ გვიბრძანა საქართველოს დატოვება?

— მთავარსარდალ ციციანოვის ბრძანებაა.

— ის ამ გვარის უღირსია, თუკი ასე ექცევა თავის სამშობლოს! — შემოუთვალა დედოფალმა.

ლაზარევმა დედოფალ ფეხებში მოჰკიდა ხელები და ტახტიდან ჩამოგდება დაუპირა. ასეთი ჟესტით განრისხებულმა, მარიამი ადგა საწოლიდან, ამოიღო ხანჯალი (სხვა ვერსიის მიხედვით, დედოფალს ის ტანისამოსის ჯიბეში ჰქონდა) და ჩაარტყა, რის შემდეგ სახეში ესროლა და დასძინა: „ხოლო ასეთ სიკვდილს იმსახურებს ის, ვინც ჩემს უბედურებას მიუხედავად უპატივცემულოდ მექცევა“. გენერალი იმწავმსვე გარდაიცვალა. ხმაურის გაგების შემდეგ ოთავში შემოვარდა ლაზარევის ადიუტანტი და დედოფალს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თავში, რის შედეგადაც მარიამმა დაკარგა გონება.

საბალოო ჯამში, დაკავებულმა დედოფალმა ბავშვებთან ერთან საქართველო დატოვა.

დედოფალი რუსეთში რედაქტირება

დაკავების და იძულებული გაძევების შედეგად, მიუხედავად საკმაოდ მძიმე დანაშაულისა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა შეიწყალა საქართველოს დედოფალი და ბელგოროდის ერთ-ერთ მონასტერში ჩაასახლა. მას ახლდა თარჯიმანი და რამდენიმე მონაზონი.

აღსანიშნავია, რომ ბატონიშვილები გადაასახლეს მოსკოვსა და პეტერბურგში, მათი მომდევნო ასიმილაციის მიზნით, ხოლო მარიამი დარჩა თამართან ერთად. 1811 წელს მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა მიხეილმა (ცნობილია ასევე, როგორც მიშელი) საკმაოდ ბევრს მიაღწია და მიმართა იმპერატორ ალექსანდრეს დედის შეწყალებასთან დაკავშირებით. მარიამი გადასახლებული იყო მოსკოვში, სადაც ის ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს.

მარიამ დედოფალი გარდაიცვალა 1850 წელს, 81 წლის ასაკში მოსკოვში. დაკრძალულია სვეტიცხოველში, მცხეთა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • დევიდ მარშალ ლენგი (1962), A Modern History of Georgia. ლონდონი: Weidenfeld and Nicolson.
  • თამარ და აკაკი პაპავები (1956), მარიამ, უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი (Mariam, the Last Queen of Georgia). ბუენოს აირესი.
  • (რუსული) Tankov, A. (1901), Грузинская царица в Белгороде ("Georgian Queen in Belgorod"). Istoricheskiy vestnik № 3. Online version retrieved from the Vostochnaya Literatura project, 2008-07-11.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება