მარზუკი (არაბ. مرزق‎) — ქალაქი-ოაზისი სამხრეთ-დასავლეთ ლიბიაში, ფეცანის რეგიონში, მარზუკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[1] მდებარეობს მარზუკის უდაბნოს ჩრდილოეთ კიდეზე, რომელიც თავის მხრივ საჰარის უდაბნოს მიეკუთვნება.

ქალაქი
მარზუკი
არაბ. مرزق‎

ოსმალთა დროის ციხესიმაგრე მარზუკში
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი ფეცანი
რაიონი მარზუკი
კოორდინატები 25°54′00″ ჩ. გ. 13°54′00″ ა. გ. / 25.90000° ჩ. გ. 13.90000° ა. გ. / 25.90000; 13.90000
ცენტრის სიმაღლე 453
მოსახლეობა 12 746 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2
მარზუკი — ლიბია
მარზუკი

ისტორია რედაქტირება

მარზუკი ოაზისის გარშემო განვითარდა, რომელიც გაჩერება იყო საჰარაში ჩრდილოეთი-სამხრეთისკენ გამავალ სავაჭრო გზებზე. 1310 წელს ის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე იყო (ამჟამად ნანგრევებია), ოსმალეთის იმპერიის დროს კი ფეცანის დედაქალაქი, რომელიც ექვსასი წლის მანძილზე ყვაოდა. ქალაქის ციხესიმაგრეს ხშირად „საჰარის პარიზსაც“ უწოდებდნენ.[2] 1578 წელს ის ოსმალებმა აიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალები აქ ხშირად აყენებდნენ გარნიზონს,[3] კონტროლს მაინც ფეცანის სულთანი ინარჩუნებდა.[4]

XIX საუკუნის ადრეულ წლებში, მარზუკი ერთგვარი გამსვლელი წერტილი იყო, საიდანაც ბრიტანული ექსპედიციები ჩადის ტბასა და ლეგენდარულ ტომბუქტუს ეძებდნენ.

1912 წელს ფეცანი და დანარჩენი ლიბიის ტერიტორიები ომში ოსმალებმა იტალიელებს დაუთმეს, რომლებმაც კოლონია იტალიის ლიბია შექმენს. იტალელებმა მარზუკის აღება 1914 წლამდე ვერ შესძლეს. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებების გამოჩენასთან ერთად ქალაქი დასუსტდა. 1960 წელს მისი მოსახლეობა მხოლოდ 7 000 ადამიანს ითვლიდა.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Robinson, Harry (1960) "Murzuq" The Mediterranean Lands University Tutorial Press, London, p. 414 OCLC 10499572
  2. ტერმინი „საჰარის პარიზი“ უფრო ხშირად გამოიყენება მარაკეშთან მიმართებაში.
  3. Abun-Nasr, Jamil M. (1987) A History of the Maghrib in the Islamic Period Cambridge University Press, Cambridge, UK, p. 315, ISBN 0-521-33767-4
  4. Hornemann, Friedrich (1802) The journal of Frederick Horneman's travels from Cairo to Mourzouk: the capital of the kingdom of Fezzan in Africa in the years 1797-8 Darf, London, OCLC 81364609; republished under various titles including Missions to the Niger