მარვანიდები

დინასტია

მარვანიდები (არაბ. مروانيون Marwānīyūn; ქურთ. Merwanî) — მუსლიმ ქურთთა[1][2][3][4][5][6] დინასტია, რომლის წარმომადგენლები, 983-1085 წლებში, ზემო მესოპოტამიაში (ჯეზირე) — დიარ-ბაქრის რეგიონს (ჩრდილოეთ ერაყი/სამხრეთ-აღმოსავლეთი თურქეთი) განაგებდნენ. მარვანიდების პოლიტიკური ცენტრი ამიდაში (თანამედროვე დიარბაქირი) მდებარეობდა.[7] მათ მფლობელობაში ასევე შედიოდა, ქალაქები: არზანი, მაიაფარიქინი (სილვანი), ჰის კაიფა (ჰასანკეიფი), ხლათი, მანასკერტი და არჭეში.

მარვანიდთა დინასტია
მარვანიდები
مروانيون

სელჩუკთა იმპერიის ვასალი.
983 — 1085

მარვანიდთა დინასტიის სამფლობელოები, 990 - 1085.
დედაქალაქი ამიდა
ენა არაბული
რელიგია შიიტური ისლამი
ფულის ერთეული დინარი
მმართველობის ფორმა საამირო
დინასტია მარვანიდები
ამირა
 - 983–990 ბად იბნ დუსტაკი (პირველი)
 - 1079–1085 ნასირ ალ-დავლა მანსური (უკანასკნელი)

აკადემიური ნაშრომების უმრავლესობა, აღიარებს მარვანიდების ქურთულ წარმომავლობას.[8][9][10][11][12][13][14][15] ენციკლოპედია ირანიკა ერთ სტატიაში მათ არაბულ დინასტიად მიიჩნევს,[16] თუმცა სხვა სტატიაში მათ ქურთულ დინასტიად ასახელებს.[17]

ისტორია რედაქტირება

აბუ შუჯა ბად იბნ დუსტაკ ალ-ჰამიდია მარვანი რედაქტირება

არაბი ისტორიკოსის, იბნ ხალდუნის აზრით, დინასტიის დამაარსებელი, ბად იბნ დუსტაკი თავდაპირველად მწყემსი იყო, რომელიც მოსულის რეგიონში ყაჩაღობით იყო დაკავებული. მოგვიანებით დიარბაქირის რეგიონზეც დაიწყო თავდასხმები, სადაც რამდენიმე ციხესიმაგრე დაიკავა. მის ირგვლივ მალე დიდძალ რესურსებმა მოიყარა თავი, რის მეშვეობითაც მიმდებარე რეგიონების რეგულარულად დარბევა დაიწყო. 978 წელს, როდესაც ბუიდებმა მოსული დაიაკვეს, ბადი მათ მოკავშირედ ითვლებოდა. თუმცა, როდესაც 983 წელს ბუიდთა საამიროს მართველი ადუდ ალ-დავლა გარდაიცვალა, მათი გავლენა რეგიონში საგრძნობლად შემცირდა, რაც ბადმა სასიკეთოდ გამოიყენა და მოსულის ჰამდანიდებისაგან მაიაფარიქინი (სილვანი), ამიდა, ნისიბინი და სხვა ქალაქები, ასევე ვანის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე არსებული დასახლებები, მათ შორის არჭეში დაიპყრო. იმავე წელს, ბუიდებმა წარუმატებლად სცადეს ნისიბინის დაბრუნება. ბუიდთა ჯარი ასევე დამარცხდა ბაჟლაიასთან ბრძოლაში.

984 წელს ბადმა დაიკავა ქალაქი მოსული, თუმცა შემდეგ დამარცხდა და უკან, დიარბაქირში დაიხია. ჰამდანიდები მაშინვე შეეცადნენ მაიაფარიქინის დაბრუნებას, მაგრამ ისინი ქალაქის კედლებიდან გააბრუნეს. 987 წელს, ბადმა ბიზანტიის იმპერიაში არსებული შინა აშლილობით (ბარდა ფოკას აჯანყება) ისარგებლა და თავს დაესხა ტარონის რეგიონში მდებარე ქალაქ მუშს.[18] 987 წელს ბადმა ისევ გადაწყვიტა მოსულის დაპყრობა. ჰამდანიდებმა დახმარება ამჯერად უკაილიდების დინასტიას სთხოვეს, რომლის მმართველი არაბი შეიხი მუჰამედი დიდძალი ჯარით გამოემართა და 990 წელს, გაერთიანებული ძალებით, მოკავშირეებმა ქურთები მოსულთან დაამარცხეს. ამ ბრძოლაშივე დაიღუპა ბადი.

აბუ ალი ალ-ჰასან იბნ მარვანი რედაქტირება

992 წელს, ბადის სიკვდილის შემდეგ, ბიზანტიის იმპერიამ წამოიწყო სადამსჯელო თავდასხმები ვანის ტბის მიდამოებში, მალე იმპერატორმა ბასილ II-მ ქურთ ემირეთაბ ხანგრძლივი ზავის დამყარება მოახერხა. ბადის მემკვიდრე მისი ძმისშვილი ალ-ჰასან იბნ მარვანი გახდა, რომელმაც ჰამანიდები სასტიკად დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო მათი ამირა ალ-ჰუსეინი. ალ-ჰუსეინის ძმა, იბრაჰიმი კი ნისიბინში გაიქცა, სადაც ის მუჰამედმა სიკვდილით დასაჯა, შედეგად მოსული საბოლოოდ უკაილიდების ხელში გადავიდა.

საიდ I მუმაჰიდ ად-დავლა რედაქტირება

ალ-ჰასან იბნ მარვანის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი ძმემი — საიდ I და აჰმად იბნ მარვანი ავიდნენ. საიდ I გამოცდილი დიპლომატი იყო და ის ბასილ II-სთან კარგ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა. როდესაც ბასილმა დავით კურაპალატის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, რომლის სამფლობელო მას მემკვიდრეობით უნდა მიეღო, მაშინვე შეწყვიტა სირიაში წამოწყებული სამხედრო კამპანია, გადალახა ევფრატი, გაემართა ტაოში და შემოიერთა დავითის ვრცელი სამფლობელო, ასევე პატივისცემით მიიღო მუმაჰიდ ად-დავლა და მშვიდობა დაამყარა მასთან. საიდ I-მა იმპერატორს მორჩილება შესთავაზა, სანაცვლოდ კი მაგისტროსის და აღმოსავლეთის დუქსის ტიტული მიიღო.[19] მუმაჰიდმა მშვიდობა სასარგებლოდ გამოიყენა და მაიაფარიქინის კედლები აღადგინა.

შარვინ იბნ მუჰამედი, უზურპატორი რედაქტირება

1010 წელს, მუმაჰიდ ალ-დავლა, მისმა მსახურმა, შარვინ იბნ მუჰამედმა მოკლა, ამ უკანასკნელმა ძალაუფლება თავად ჩაიგდო ხელში და მისი ლეგიტიმურობა „უძველესი თურქული კანონით“ გაამართლა, რომლის თანახმადაც ვინც მმართველს მოკლავს, მემკვიდრე თავად გახდება. თუმცა ეს არქაული წესი და შარვინის მმართველობა მალევე გააპროტესტეს, და მმართველობიდან ჩამოამხეს.

ნასრ ალ-დავლა აჰმედ იბნ მარვანი რედაქტირება

ნასრი მარვანის მესამე შვილი იყო, რომელიც საამიროს 50 წელზე მეტხანს მართავდა. მის პერიოდში საამირომ ძლიერების პიკს მიაღწია. როგორც ჭკვიანი პოლიტიკოსი, ის მოხერხებულად ლავირებდა რეგიონის ძალებს შორის, როგორებიც იყვნენ: ბუიდთა სულთანი ალ-დავლა, ფატიმიდთა ეგვიპტის ხალიფა ალ-ჰაკიმი და ბიზანტიის იმპერატორი ბასილ II.

ელიას ნისიბინელი გვამცნობს: ნასრ ალ-დავლამ „გამარჯვებულმა ემირმა“ 1011 წელს დაიმორჩილა იბნ დიმნე, მისი ვასალი დიარბაქირში. მან ბიზანტიის იმპერიასთან გააფორმა თავდაუსხმელობის პაქტი, მაგრამ ის თავად რამოდენიმეჯერმე დაარღვია. ნასრ ალ-დავლას ცნობადობა ისე გაიზარდა, რომ ალ-რუჰას (ედესა, დღევანდელი შანლიურფა) მოსახლეობა, დასავლეთში იხმობდა მას, რათა თავი დაეღწიათ არაბი მთავარის მართველობისგან. 1026 წელს ნასრ ალ-დავლამ დაიკავა ედესა და ის პირად სამფლობელოს შემოუერთა. ამ მოვლენას ცნობილი სირიელი მწერალი, ბარ ჰებრაეუსი (1226–1286) აღწერს. გარლვეული პერიოდი იბნ მარვანი ხარკს უხდიდა მოსულის უკაილიდების დინასტიას და მათ 1030 წელს ნისიბინიც კი გადასცა.

1031 წელს ედესა ბიზანტიელმა გენერალმა გიორგი მანიაკმა დაიკავა. 1032 წელს, ნასრმა გენერალი ბალის მეთაურობით 5000 მხედარი გაგზავნა, რათა ედესა თავიდან დაეპყრო, რომელიც უკვე არაბი მმართველის ხელში იყო, ეს უკანასკნელი კი ბიზანტიელების მხარდაჭერით სარგებლობდა. ბალმა გაანთავისუფლა ქალაქი და მოკლა ედესის არაბი მმართველი, შემდეგ ნასრს გაუგზავნა შეტყობინება, რომ დამხმარე ძალები გამოეგზავნა „თუ შენ გსურს კერტასტანში (ქურთისტანში) მართველობის შენარჩუნება“.

ნასრ ალ-დავლას მმართველობა საამიროს აღმავლობის ხანა იყო. ეს პერიოდი აღინიშნება ქურთებისა და სირიელების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, ასევე კულტურული და ეკონომიკური აღმავლობით. მის დროს მაიაფარქინის გორაზე, იქ სადაც ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, ააგეს ახალი ციტადელი. მან ასევე ააგო უამრავი ხიდები და საზოგადოებრივი აბანოები. ხელს უწყობდა მეცნიერებას, განაახლა ობსერვატორია, ასევე სამეფო კარზე მოიწვია ცნობილი მეცნიერები, ისტორიკოსები და პოეტები: მათ შორის იყვნენ იბნ ალ-ასირი, აბდ ალაჰ ალ-კაზარუნი (პოეტი) და ალ-ტიჰამი. შეიფარა პოლიტიკური ლტოლვილები, მათ შორის აბასიანთა ხალიფა ალ-მუკთადი (1075–1099).

1056 წელს ნასრი სელჩუკთა სულთანს თოღრულ I დაემორჩილა. თოღრულ-ბეგი ამ პერიოდში ჯეზირეს მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა, მიუხედავად ამისა ნასრმა დიარბაქირის რეგიონზე ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხა.

საამიროს დაცემა რედაქტირება

1061 წელს ნასრ ალ-დავლას გარდაცვალების შემდეგ, საამირო მის ორ შვილს შორის გადანაწილდა. ნასრ ნიზამ ად-დავლას — მაიაიფარკი, ხოლო საიდ II-ს — ამიდა ერგო. 1063 წელს ნასრმა გააერთიანა დიარბაქირის რეგიონი, თუმცა მარვანიდების ზეობა ამ მომენტიდან ქვეითდება.

მარვანიდების დინასტიის დაცემა ღალატით დაიწყო. იბნ ჯაჰირი, საამიროს ყოფილმა ვეზირმა, მიატოვა დიარ ბაქრი და გადავიდა ბაღდადში. სადაც მან დაარწმუნა სელჯუკი სულთანი მალიქ შაჰ I (1072–1092) და სელჩუკთა იმპერიის ცნობილი ვეზირი ნიზამ ალ-მულქი, რომ მისთვის ნება მიეცათ მაიაფარიქინზე თავდასხმა განეხორციელებინა. 1085 წელს, როდესაც ქალაქი აიღეს, იბნ ჯაჰირმა მარვანიდების დიდძალი საგანძური მიისაკუთრა. ამის შემდეგ, დიარ ბაქრის რეგიონი უშუალოდ სელჩუკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. მარვანიდთა საამიროს უკანასკნელი ემირი, ნასირ ალ-დავლა მანსურმა კონტროლი მხოლოდ ქალაქ ჯაზირატ იბნ უმარზე (დღევანდელი ჯიზრე, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი) შეინარჩუნა.

მარვანიდთა საამიროს მმართველები რედაქტირება

მმართველი მმართველობის პერიოდი
აბუ შუჯა ბად იბნ დუსტაკ ალ-ჰამიდია მარვანი 983 - 990
აბუ ალი ალ-ჰასან იბნ მარვანი 990 - 997
საიდ I მუმაჰიდ ად-დავლა 997 - 1010
შარვინ იბნ მუჰამედი, უზურპატორი 1010
ნასრ ალ-დავლა აჰმედ იბნ მარვანი 1011 - 1061
მანსურ ნასირ ალ-დავლა 1079 - 1085

სქოლიო რედაქტირება

  1. C.E. Bosworth, The New Islamic Dynasties, (Columbia University Press, 1996), 89
  2. Ozoglu, Hakan. "Kurdish notables and the Ottoman state." Albany: State University of New York Press, 2004 "another Kurdish family, the Marwanids"
  3. Michael M. Gunter, Historical Dictionary of the Kurds The Marwanids were a Kurdish dynasty that held sway from Diyarbakir..."
  4. Julia Ashtiany, Abbasid Belles Lettres like the Hasanuyids of the central Zagros mountains or the Marwanids of Mayyafaraqin were Kurdish
  5. Marwanids, Carole Hillenbrand, The Encyclopaedia of Islam, Vol. VI, ed. C.E. Bosworth, E. van Donzel, B.Lewis and C. Pellat, (Brill, 1991), 626.
  6. Hugh Kennedy, The Prophet and the Age of the Caliphates The Kurdish dynasties which emerged in the second half of tenth century...Marwanids of southeastern Anatolia
  7. Encyclopedia of the Peoples of Africa and the Middle East "In the West were the Marwanids, based at Diyarbakr.."
  8. Boyle, J. A. (1968). The Cambridge History of Iran. Cambridge University Press, გვ. 24. ISBN 9780521069366. 
  9. El-Azhari, Taef (2016). Zengi and the Muslim Response to the Crusades: The Politics of Jihad. Routledge, გვ. 42. ISBN 9781317589396. 
  10. Setton, Kenneth Meyer (1969). A History of the Crusades: The first hundred years. Univ of Wisconsin Press, გვ. 152. ISBN 9780299048341. 
  11. Peacock, Andrew C. S. (2010). Early Seljūq History: A New Interpretation. Routledge, გვ. 154. ISBN 9780415548533. 
  12. Shaban, M.A. (1978). Islamic History: Volume 2, AD 750-1055 (AH 132-448): A New Interpretation. Cambridge University Press, გვ. 174. ISBN 9780521294539. 
  13. Payaslian, Simon (2007). The history of Armenia: from the origins to the present. Palgrave Macmillan, გვ. 69. ISBN 9780230600645. 
  14. Ashtiany, J. (1990). Abbasid Belles Lettres. Cambridge University Press, გვ. 15. ISBN 9780521240161. 
  15. Ghazarian, L. (2006). „Les kurdes Ardalân entre la Perse et l'Empire ottoman“. Iran and the Caucasus. 10: 312–314.
  16. Tilman, Nagle. (15 December 1990) Buyids. ციტირების თარიღი: 30 May 2017
  17. Bosworth, C.E.. (19 July 2011) AḴLĀṬ. ციტირების თარიღი: 30 May 2017
  18. Catherine Holmes, Basil II And the Governance of Empire, 976-1025, (Oxford University Press, 2005), 309.
  19. J. C. Cheynet, Basil II and Asia Minor, pp.71-108 in Byzantium in the Year 1000 edited by Paul Magdalino, International Congress of Historical Sciences, 284 pp., Brill Publishers, 2003, ISBN 90-04-12097-1, p.98

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bar Hebraeus, Chronique universelle, Mukhtassar al-Duwal, Beirut.
  • Chronography of Elias bar-Sinaya, Metropolitan of Nisibe, edited and translated by L.J. Delaporte, Paris, 1910.
  • al-Fāriqī, Ahmad b. Yûsuf b. `Alī b. al-Azraq, Tārīkh al-fāriqī (ed. Badawī `Abd al-Latīf `Awwad). Beirut: Dār al-Kitāb al-Lubnānī, 1984. English summary by H. F. Amedroz, "The Marwanid dynasty at Mayyafariqin in the tenth and eleventh centuries AD", Journal of the Royal Asiatic Society 1903, pp. 123–154.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება