მარგარიტა ტერეზა ესპანელი

მარგარიტა ტერეზა ესპანელი (დ. 12 ივლისი, 1651 — გ. 12 მარტი, 1673) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის ინფანტა როგორც მეფე ფილიპე IV-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარიანა ავსტრიელის ქალიშვილი. ესპანეთის მეფე კარლ II-ის და, საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის ნახევარდა. 1666 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საღვთო რომის იმპერატრიცა, რომაელ გერმანელთა, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიისდედოფალი, და ავსტრიის ერცჰერცოგინია, როგორც იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ცოლი. იგი გამოსახულია დიეგო ველასკესის ლეგენდარულ ტილო მენინებზე, სადაც ის ცენტრალური ფიგურაა.

მარგარიტა ტერეზა ესპანელი
საღვთო რომის იმპერატრიცა, რომაელ გერმანელთა დედოფალი,უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 25 აპრილი, 1666
მმართ. დასასრული: 12 მარტი, 1673
წინამორბედი: ელეანორა მანტუელი
მემკვიდრე: კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 ივლისი, 1651
დაბ. ადგილი: ალკაზარის სასახლე, მადრიდი, ესპანეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 12 მარტი, 1673 (21 წლის)
გარდ. ადგილი: ჰოფბურგის სასახლე, ვენა, ავსტრიის საჰერცოგო
მეუღლე: ლეოპოლდ I
შვილები: ფერდინანდ ვენეცელი
მარია ანტონია, ბავარიის კურფიურსტი
იან ლეოპოლდი
მარია ანა
სქოლესტიკა
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე IV
დედა: მარიანა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული წლები რედაქტირება

მარგარიტა ტერეზა დაიბადა 1651 წლის 12 ივლისს, ესპანეთის სამეფო ოჯახში. მამამისი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე IV, ხოლო დედა, მისი მეორე ცოლი, დედოფალი მარიანა ავსტრიელი. მარიანას ფილიპე დედის ხაზით ბიძად ერგებოდა და 30 წლით უფროსი იყო მასზე, ამიტომაც მართალია მარგარიტა ტერეზას არა, მაგრამ მის ძმას კარლს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

მამის მხრიდან ბებია-ბაბუად ერგებოდნენ ესპანეთის მეფე ფილიპე III და მისი ცოლი, დედოფალი მარგარეტ ავსტრიელი. ხოლო დედის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ საღვთო რომის იმპერატორი ფერდინანდ III და მისი ცოლი, იმპერატრიცა მარია ანა ესპანელი.

მისი მშობლების ქორწინების ერთად ერთი მიზეზი პოლიტიკა იყო, ვინაიდან 1644 წელს ფილიპე IV-ს გარდაეცვალა მეუღლე, 1646 წელს კი ვაჟიც, რომელიც ტახტის მემკვიდრე იყო. სწორედ მემკვიდრის გაჩენის მიზნით შეირთო ცოლად ფილიპემ მარიანა, მარიანა კი იმიტომ გაჰყვა ცოლად, რომ გერმანელებს ესპანეთთან ალიანსი სჭირდებოდათ. 1660 წელს ფილიპემ თავისი უფროსი ქალიშვილი, მარია ტერეზა, რომელიც პირველი ცოლისგან ჰყავდა, მიათხოვა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს. მარგარიტა ტერეზას შემდეგ, ფილიპესა და მარიანას ქორწინებაში კიდევ ოთხი ბავშვი დაიბადა (ერთი გოგონა და ორი ვაჟი), თუმცა მათგან მხოლოდ კარლ II გარდარჩა.

მშობლების ახლონათესაობის გამო კარლი მძიმედ იყო ავად. მას ჰქონდა როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური დაავადებები, ამასთან იყო უნაყოფოც. განსხვავებით ძმისგან, მარგარიტა ტერეზას არანაირი ნაკლი არ ჰქონდა. ის იყო მიმზიდველი გოგონა და იყო ძალიან ცელქი. მისი მშობლები და ნათესავები მას "პატარა ანგელოზს" უწოდებდნენ. მარგარიტა ტერეზა ოჯახთან ერთად იზრდებოდა ალკაზარის სასახლეში, ქალაქ მადრიდში. სასახლეში იგი გარშემორტყმული იყო უამრავი აღმზრდელითა და მსახურით. ინფანტას უყვარდა ტკბილეული, ამიტომაც მუდმივად უმალავდნენ ექიმების რჩევით, რათა კბილები არ გაფუჭებოდა. მარგარიტა ტერეზა ძალიან უყვარდათ ფილიპე IV-სა და იმპერატორ ფერდინანდ III-ს, რომელიც მას "ჩემი სიხარული"-ს ეძახდა. ამავდროულად მარგარიტა ტერეზამ ესპანეთის სამეფო კარზე აითვისა მკაცრი ეტიკეტი და მიიღო საუკეთესო განათლება.

ქორწინება რედაქტირება

 
მარგარიტა ტერეზა ესპანელი 1666 წელს

1650 წლის მეორე ნახევარში ესპანელ და გერმანელ ჰაბსბურგებს შორის კავშირის დინასტიური ქორწინებით გამყარება აუცილებელი გახდა. ეს გაერთიანება ორივე ქვეყნისთვის სასიკეთო იყო და ამასთან მიმართული იყო საფრანგეთის სამეფოს წინააღმდეგ. თავიდან განიხილებოდა ფილიპე IV-ის უფროსი ქალიშვილის, მარია ტერეზასა და საღვთო რომის ტახტის მემკვიდრის ლეოპოლდ იგნასის ქორწინება. თუმცა 1660 წელს პირენეს ზავის თანახმად მარია ტერეზა დააქორწინეს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ზე. საქორწინო კონტრაქტის მიხედვით ლუისა და მარია ტერეზას შთამომავლებს ესპანეთის ტახტზე არ უნდა ჰქონოდათ პრეტენზია, ხოლო ესპანელებს ამის სანაცვლოდ დიდძალი თანხა უნდა გადაეხადათ, მაგრამ მძიმე ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით ვერ გადაიხადეს.

შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები მარგარიტა ტერეზასა და საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ქორწინებაზე. ლეოპოლდი მას ბიძადაც ერგებოდა და მამიდაშვილადაც. თუმცა მოლაპარაკებები ფილიპე IV-მ ჩაშალა, რადგან მან განიზრახა მარგარიტა ტერეზა მიეთხოვებინა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ II-ისათვის, რომელსაც პორტუგალიის პრინცესა კატარინა ბრაგანსაზე უნდოდა ქორწინება. ამ გზით ფილიპე ცდილობდა პორტუგალიისა და ბრიტანეთის ალიანსი აეცილებინა თავიდან. თუმცა ამის მიუხედავად ჩარლზი მაინც კატარინაზე დაქორწინდა.

1662 წლის ოქტომბრიდან მოლაპარაკებები მარგარიტასა და ლეოპოლდის ქორწინებასთან დაკავშირებით კვლავ განახლდა. 1663 წლის 6 აპრილს მარგარიტა ტერეზა და ლეოპოლდ I დაინიშნნენ, თუმცა ერთმანეთი ჯერ ნანახიც კი არ ჰყავდათ. 18 დეკემბერს ხელმოწერილ იქნა საქორწინო კონტრაქტი, რომლის აღსანიშნავადაც ლეოპოლდმა მას ვიტელსბახების უძვირფასესი ბრილიანტი აჩუქა. განსხვავებით მისი უფროსი დისგან, მარგარიტასა და ლეოპოლდის შვილებს უფლება ეძლეოდათ ესპანეთის ტახტზე პრეტენზია გამოეცხადებინათ. ქორწილამდე ინფანტას ვენიდან გაუგზავნეს ლეოპოლდის პორტრეტი, რათა საქმროზე წარმოდგენა ჰქონოდა.

1665 წლის 17 სექტემბერს ფილიპე IV გარდაიცვალა. მეფე გახდა მარგარიტა ტერეზას უმცროსი ძმა კარლ II. კარლის მდგომარეობიდან გამომდინარე რეგენტი დაინიშნა, რომელიც მათი დედა, ახლა უკვე დედა დედოფალი მარიანა ავსტრიელი გახდა. ესპანეთში მიმდინარე რთული პოლიტიკური მდგომარეობის გამო დედოფალმა ქალიშვილის ქორწინება დროებით გადადო. საბოლოოდ 1666 წლის 25 აპრილს, მადრიდში მარგარიტა ტერეზა და ლეოპოლდ I დაქორწინდნენ.

1666 წლის 28 აპრილს მარგარიტა ქმართან ერთად მადრიდიდან ვენისაკენ გაემგზავრა. თავიდან ისინი შეჩენდნენ ვალენსიაში, სადაც რამდენიმე დღით დარჩნენ და დაისვენეს, შემდეგ კი ბარსელონაში გაჩერდნენ რადგან მარგარიტა ტერეზა დაავადდა. გამოჯანმრთელების შემდეგ გზა განაგრძეს. 20 აგვისტოს წყვილი ლიგურიაში ჩავიდა იქიდან კი მილანში გადავიდნენ, სადაც მარგარიტამ გაიცნო მილანის გუბერნატორი ლუის გუსმან პონცე დე ლეონე. ისინი მილანში 1 სექტემბერს ჩავიდნენ და მთელი თვე იქ გაატარეს. მილანის შემდეგ მარგარიტამ იმოგზაურა ვენეციაში, შემდეგ კი ტრენტსაც ესტუმრა. 20 ოქტომბერს წყვილმა დატოვა იტალია და ავსტრიაში სამხრეთიდან შევიდა, კერძოდ კი ტიროლიის მხრიდან. სამეფო კარზე მისვლამდე მარგარიტამ ავსტრიის დათვალიერება გადაწყვიდა და იმოგზაურა ტიროლიაში, კარინტიაში და სტრიაში, ამის შემდეგ, 25 ნოემბერს იგი ესტუმრა ქალაქ სანქტ-პელტენს. ყოველივე ამის შემდეგ ჩავიდა წყვილი ვენაში.

საღვთო რომის იმპერატრიცა რედაქტირება

 
საღვთო რომის იმპერატრიცა მარგარიტა ტერეზა ესპანელი

1666 წლის 5 დეკემბერს წყვილი ვენაში შევიდა. მათი ჩამოსვლის საზეიმო ცერემონიალი 12 დეკემბრამდე გაგრძელდა. გერმანელებმა მათთვის ახალი ქორწილის გადახდა მოისურვეს, რომელიც საოცრად პომპეზური იყო და თითქმის ორი წელი გაგრძელდა. ეს იყო ბაროკოს ყველაზე ბრწყინვალე ქორწინება.

დღევანდელი ბურგატენის ტერიტორიაზე, ლეოპოლდმა ბრძანა ახალი თეატრის აშენება. 1668 წლის ივლისში, მარგარიტას დაბადების დღეზე თეატრი გაიხსნა და შესრულდა პირველი წარმოდგენა. თეატრს 5 000 ადამიანის დატევა შეეძლო. მარგარიტა და ლეოპოლდი ხშირად ესწრებოდნენ საოპერო და საბალეტო წარმოდგენებსაც და ხელს უწყობდნენ მის აღორძინებას.

მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა ლეოპოლდი კარგად გამოიყურებოდა. ისტორიკოსთა გადმოცემით მათ საკმაოდ კარგი ქორწინება ჰქონდათ. თუმცა ცნობილია, რომ დედოფალი მარგარიტა ტერეზა ქმარს ყოველთვის ბიძიას ეძახდა. მათ უამრავი საერთო ინტერესები ჰქონდათ, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ხელოვნებასა და მუსიკას ეხებოდა.

მათი 6 წლიანი ქორწინების მანძილზე მარგარიტა ტერეზამ ოთხი ბავშვი გააჩინა, რომელთაგან 3 მცირეწლოვანი გარდაიცვალა:

  1. ფერდინანდ ვენეცელ იოზეფ მიხაელ ელეზარი (28 სექტემბერი 1667 - 13 იანვარი 1668);
  2. მარია ანტონია ჟოზეფა ბენედიქტა როზელია პეტრონელა (18 იანვარი 1669 - 24 დეკემბერი 1692), ბავარიის ჰერცოგინია;
  3. იან ლეოპოლდი (დაიბადა და გარდაიცვალა 1670 წლის 20 თებერვალს);
  4. მარია ანა ჟოზეფა ანტონია აპოლონია სქოლესტიკა (9 თებერვალი 1672 - 23 თებერვალი 1673);

დედოფალი თავგამოდებული ანტისემიტი იყო და მუდმივად დევნიდა ებრაელებს. მან იმპერატორს შთააგონა და ვენიდან ყველა ებრაელი გააძევებინა, რადგან ღრმად სჯეროდა, რომ მისი შვილების სიკვდილის მიზეზი ებრაელები იყვენენ. 1670 წელს ასევე მარგარიტა ტერეზას ბრძანებით დაანგრიეს ებრაული სინაგოგები და მათ ადგილას კათოლიკური ეკლესიები ააშენეს.

ქორწინების შემდეგაც მარგარიტა ტერეზამ ესპანური თვისებები, ტრადიციები და ჩაცმის სტილი შეინარჩუნა. იგი იყო ძალიან ქედმაღალი და შეგნებულად არ ლაპარაკობდა გერმანულად, რამაც გერმანიის სამეფო კარზე ესპანელების მიმართ ზიზღი აღძრა. ხალხი ღიად აცხადებდნენ, რომ იმედი ჰქონდათ ესპანელი დედოფალი მალე დაიღუპებოდა და იმპერატორი მეორედ უკეთეს ცოლს შეირთავდა.

გარდაცვალება რედაქტირება

მისი ბოლო ორსულობის დროს მარგარიტა ტერეზა ბრონქიტით დაავადდა. ამან გამოიწვია, რომ მას მშობიარობა ადრე დაეწყო და ბავშვი გაჩენიდან მოკლე დროში დაიღუპა. მალევე, 1673 წლის 12 მარტს გარდაიცვალა თავად მარგარიტა ტერეზაც, 21 წლის ასაკში. იგი ვენაში, საიმპერატორო აკლდამაში დაკრძალეს. მისი გარდაცვალებიდან სულ ოთხ თვეში ლეოპოლდი მეორედ დაქორწინდა კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელზე, რომელიც ტიროლიის ჰერცოგის ქალიშვილი და ასევე ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი იყო.

მარგარიტა ტერეზას გარდაცვალების შემდეგ ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობა მის ქალიშვილ მარია ანტონიაზე გადავიდა, რომელიც 1692 წელს მშობიარობისას დაიღუპა. ეს მემკვიდრეობა კი მის ვაჟზე გადავიდა, რომელიც 1699 წელს უშვილოდ მოკვდა. 1700 წელს კი ასევე უშვილოდ გარდაიცვალა მარგარიტას ძმა, ამიტომაც ტახტისთვის ბრძოლა დაიწყეს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ, როგორც მარია ტერეზას მეუღლემ და ასევე ლეოპოლდ I-მა. საბოლოოდ ლუიმ გაიმარჯვა და ტახტზე თავისი შვილიშვილი ფილიპე V დასვა. ამრიგად ესპანეთში ბურბონთა დინასტია გამეფდა, რომელიც ესპანეთში დღემდე მეფობს.

მარგარიტა ტერეზას სახე ხელოვნებაში რედაქტირება

მარგარიტას დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ესპანეთის სამეფო კარზე მუშაობა დაიწყო ლეგენდარულმა მხატვარმა დიეგო ველასკესმა. მან მარგარიტა ტერეზას სამი პორტრეტი დახატა — 1653 წელს "ინფანტა მარგარიტა ტერეზა ვარდისფერ კაბაში" , 1656 წელს "ინფანტა მარგარიტა ტერეზა ვერცხლისფერ კაბაში" და 1659 წელს "ინფანტა მარგარიტა ტერეზა ლურჯ კაბაში". 1659 წელს შესრულებული პორტრეტი საქორწინო მოლაპარაკებების დროს გაეგზავნა ვენაში ლეოპოლდს, ამიტომაც ახლა ის ინახება ვენის მუზეუმში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ის მხოლოდ 8 წლის იყო ველასკესმა ის შეგნებულად დახატა უფრო მოწიფულ ასაკში, რის გამოც დასთანხმდა იმპერატორი მასზე ქორწინებას.

ინფანტას პორტრეტებიდან ყველაზე ცნობილია ველასკესის 1656 წელს შესრულებული ტილო "მენინები", რომელიც ამჟამად პრადოს მუზეუმში ინახება. ამ ნახატზე გამოსახულია 5 წლის მარგარიტა და უკანა ფონზე ბუნდოვნად დახატულია მისი მშობლების ანარეკლი. ეს არის ერთად ერთი ტილო რომელზეც მისი მშობლები ერთად არიან გამოსახულები. ეს ტილო შემდგომში იქცა პაბლო პიკასოს შთაგონების წყაროდ, და ამ ტილოზე დაყრდნობით მან 1957 წელს შექმნა საკუთარი ტილო მენინები, ოღონდ ბაროკოს ნაცვლად კუბიზმის ჟანრში.

მარგარიტას პორტრეტები, რომლებიც ველასკესის მიერაა შესრულებული არა მხოლოდ მხატვრების მუზა გამხდარა. რუსმა პოეტმა ბორის პასტერნაკმა 1923 წელს შექმნა თავისი პოემა "პეტერბურგის შტორმი", რომელშიც მარგარიტაა მოხსენიებული, თითქოს ის მას მოსკოვში წვიმის დროს ხედავდა ხოლმე. პასტერნაკმა ინფანტაზე დაწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი უმშვენიერესი პორტრეტები ნახა. ასევე რუსმა პოეტმა ვიაჩესლავ ვსევოდოლოვიჩ ივანოვმა, ინფანტას პორტრეტებს მიუძღვნა თავისი ნაშრომი "მარადიული ბავშვობა".

1666 წელს შეიქმნა ასევე საოცარი ტილო "ინფანტა მარგარიტა სამგლოვიარო კაბაში", რომელიც შექმნილია მისი მამის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ და მის ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე. ეს ნახატი ინახება ასევე პრადოს მუზეუმში. 1655 წელს შეიქმნა ასევე მარგარიტას პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმშია შემონახული. მისი საოცარი პორტრეტების ასლები ინახება მთელი მსოფლიოს მუზეუმებში.

წინაპრები რედაქტირება

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კარლ I, ესპანეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
ფილიპე II, ესპანეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ისაბელ პორტუგალიელი, ესპანეთის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
ფილიპე III, ესპანეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მაქსიმილიან II, საღვთო რომის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
ანა ავსტრიელი, ესპანეთის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარია ესპანელი, საღვთო რომის იმპერატრიცა
 
 
 
 
 
 
 
ფილიპე IV, ესპანეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
|ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ანა უნგრელი, საღვთო რომის იმპერატრიცა
 
 
 
 
 
 
 
მარგარეტ ავსტრიელი, ესპანეთის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ალბერტ V, ბავარიის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
მარია ანა ბავარიელი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ანა ავსტრიელი, ბავარიის ჰერცოგინია
 
 
 
 
 
 
 
მარგარიტა ტერეზა ესპანელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
ფერდინანდ II, საღვთო რომის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარია ანა ბავარიელი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
 
 
 
 
 
 
 
ფერდინანდ III, საღვთო რომის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ვილჰემ V, ბავარიის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
მარია ანა ბავარიელი, საღვთო რომის იმპერატრიცა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
რენატა ლოთარინგიელი, ბავარიის ჰერცოგინია
 
 
 
 
 
 
 
მარიანა ავსტრიელი, ესპანეთის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფილიპე II, ესპანეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
ფილიპე III, ესპანეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ანა ავსტრიელი, ესპანეთის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
მარია ანა ესპანელი, საღვთო რომის იმპერატრიცა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
მარგარეტ ავსტრიელი, ესპანეთის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარია ანა ბავარიელი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
 
 
 
 
 
 

ლიტერატურა რედაქტირება

  • ANDICS, Hellmut, Die Frauen der Habsburger (Vienna: Jugend und Volk, 1985). In German.
  • BEUTLER, Gigi, Die Kaisergruft (Vienna, 2001). In German.
  • HAMANN, Brigitte, Die Habsburger: Ein Biografisches Lexicon (Munich: Piper, 1988). In German.
  • INGRAO, Charles W., Editor and author, In Quest and Crisis: Emperor Joseph I and the Habsburg Monarchy, Hardcover: 278 pages, Purdue University Press (June 1, 1979), in English.
  • INGRAO, Charles W., The Habsburg Monarchy, 1618-1815 (New Approaches to European History) [Paperback], # Paperback: 288 pages, Cambridge University Press; 2 edition (October 2, 2000), in English.
  • KANN, Robert A., A History of the Habsburg Empire, 1526-1918, Paperback, 661 pages, University of California Press, edition (November 26, 1980), in English.
  • KANN, Robert A., The Peoples of the Eastern Habsburg Lands, 1526-1918 (History of East Central Europe), [Hardcover],# 464 pages, Univ of Washington Press, (July 1984), in English.
  • MAGOCSI, Paul Robert, ´´Historical Atlas of Central Europe (History of East Central Europe, Vol. 1, 1), Paperback: 288 pages, University of Washington Press, in English, Revised Exp edition (October 2002).
  • WHEATCROFT, Andrew, "The Habsburgs, Embodiyng Empire" [Paperback], 416 pages, Penguin Books, (Non-Classics) (May 1, 1997), in English.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება