მარატ საფინი (რუს. Марат Сафин; დ. 27 იანვარი, 1980, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — რუსი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

მარატ საფინი

საფინი 2006 წელს
სრული სახელი მარატ მუბინის ძე საფინი
მშობლიური სახელი Марат Мубинович Сафин
ქვეყანა (სპორტი) რუსეთის დროშა რუსეთი
საცხოვრებელი ადგილი მოსკოვი, რუსეთი
დაიბადა 27 იანვარი, 1980 (1980-01-27) (44 წლის)
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
სიმაღლე 193 სმ.
პროფესიონალი 1997
კარიერა დაასრულა 2009
თამაში მემარჯვენე
ფულადი პრიზი 14,373,291 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2016 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 422–267 (61.3%)
ტიტულები კარიერაში 15
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (20 ნოემბერი, 2000)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2005)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (2002)
უიმბლდონი ნახევარფინალი (2008)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2000)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ნახევარფინალი (2000, 2004)
ოლიმპიური თამაშები 2რ (2004)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 96–120 (44.44%)
ტიტულები კარიერაში 2
უმაღლესი რეიტინგი 71-ე (22 აპრილი, 2002)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 1რ (2000, 2009)
საფრანგეთის ღია პირველობა 1რ (2001)
უიმბლდონი 1რ (2001)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (2002, 2006)
ჰოპმანის თასი ფინალი (2009)
ბოლოს განახლდა: 29 იანვარი, 2018.

საფინს მოგებული აქვს 2 დიდი სლემის ტურნირი – 1 აშშ-ის ღია პირველობა[1] და 1 ავსტრალიის ღია პირველობა[2]. მან ასევე მოიგო 5 მასტერსის ტურნირი. ჯამში საფინს ATP-ის 15 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული. საფინი ჯამში 9 კვირის განმავლობაში იკავებდა მამაკაცთა რეიტინგში პირველ ადგილს. იგი ყველაზე მაღალი მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში (193 სმ.)[3]. საფინის უმცროსი და, არის ქალთა რეიტინგში ყოფილი პირველი ჩოგანი დინარა საფინა. მარატი და დინარა ერთადერთი და-ძმანი არიან, ვინც რეიტინგში პირველ ადგილებს იკავებდნენ. სანაკრებო დონეზე, მარატ საფინმა ორჯერ მოიგო დეივისის თასი რუსეთის ნაკრებთან ერთად.

საფინმა კარიერა 2009 წელს დაასრულა[4]. 2016 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 4 (2–2) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2000 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი   პიტ სამპრასი 6–4, 6–3, 6–3
მარცხი 2002 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   თომას იუჰანსონი 6–3, 4–6, 4–6, 6–7(4–7)
მარცხი 2004 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   როჯერ ფედერერი 6–7(3–7), 4–6, 2–6
გამარჯვება 2005 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი   ლეიტონ ჰიუიტი 1–6, 6–3, 6–4, 6–4

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Safin captures first Grand Slam“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2018.
  2. „Safin fightback ends Hewitt dream“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2018.
  3. „Alexander Zverev could be tennis’s next star, despite his height“. economist.com. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2018.
  4. „Marat Safin looks forward to retirement after Paris defeat by Juan Martin del Potro“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2017.