მარაოფრთიანები (ლათ. Strepsiptera) — მწერების რიგი. ახლოს დგანან ხეშეშფრთიანებთან, მაგრამ მათგან განსხვავდებიან რედუცირებული წინა ფრთებით, რომელიც საბზუალედ აქვთ გადაქცეული. მცირე ზომის მწერებია (2-2,5 მმ). ფუტკრების, კრაზანების, ბაღლინჯოების და ჭიჭინობელების შინაგანი პარაზიტებია. ცნობილია 170-მდე სახეობა, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული. მამალი მარაოფრთიანები თავისუფლად ცხოვრობენ, სწრაფად დაფრინავენ. მათი უკანა ფრთები მარაოსებურად იკეცება. დედალი მასპინძლის სხეულში ცხოვრობს. კვერცხებიდან დედლის სხეულში ვითარდებიან მატლები, ე.წ. ტრიუნგულინები, რომლებიც ახალ მწერს ასნებოვნებენ.

მარაოფრთიანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  მარაოფრთიანები
ლათინური სახელი
Strepsiptera

ლიტერატურა რედაქტირება