მარავი (ოფიციალურად მარავის ისლამური ქალაქი; ტაგალ. Islamikong Lungsod ng Marawi) ― მეოთხე კლასის შემადგენელი ქალაქი და სამხრეთ ლანაოს პროვინციის დედაქალაქი, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 207 010 ადამიანს შეადგენს.

მარავი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 8°00′11″ ჩ. გ. 124°17′06″ ა. გ. / 8.00306° ჩ. გ. 124.28500° ა. გ. / 8.00306; 124.28500
დაარსდა 1639
ფართობი 87.55 კმ²
ცენტრის სიმაღლე 710 მეტრი
მოსახლეობა 207 010 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 63
საფოსტო ინდექსი 9700
მარავი — ფილიპინები
მარავი

მარავის მკვიდრებს ხშირად მარანაოებს უწოდებენ. მოსახლეობის მშობლიური ენა მარანაულია. ქალაქს სახელი ეწოდა ლანაოს ტბის შესაბამისად, რომელსაც ადგილობრივები მერანაუს უწოდებენ. მაღლა მდებარეობისა და ცივი კლიმატის გამო ქალაქს ხშირად „სამხრეთის ზაფხულის დედაქალაქს“ უწოდებენ. მსგავსი მეტსახელი აქვს ქალაქ მალაიბალაისაც.

2017 წლის 23 მაისს ქალაქი მარავის ბრძოლის დროს დაზიანდა, როდესაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ქუჩებში მასიური ბრძოლა გააჩაღეს. შეიარაღებული კონფლიქტი 2017 წლის 23 ოქტომბრამდე გაგრძელდა, როდესაც თავდაცვის მდივანმა, დელფინ ლორენსანამ ბრძოლის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ქალაქი ყველაზე მეტადმ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების განსადევნად Phillippine Air Force-ის მიერ განხორციელებული დაბომბვების შემდეგ დაზიანდა.

ისტორია რედაქტირება

დანსალანის მუნიციპალიტეტი რედაქტირება

მარავი 1639 წლის ოქტომბერში ესპანელებმა დააარსეს როგორც დანსალანი. ესპანელებს კონკისტადორი ფრანსისკო ატიენსა ხელმძღვანელობდა, რომელიც ილიგანიდან მოვიდა და ლანაოს ტბის მიმდებარედ მთელი ტერიტორიის დაპყრობას ცდილობდა.[2] იმავე წელს ათასობით მარანაოელმა მეომარმა ესპანელებს უკან, ილიგანამდე დახევა აიძულა.[3] ესპანელები ამ ტერიტორიაზე გვიან XIX საუკუნეში დაბრუნდნენ, როდესაც მაგინდანაოს სასულთნოს დაპყრობა დაიწყეს. 1907-1940 წლებში დანსალანი ლანაოს პროვინციის დედაქალაქი იყო.

გეოგრაფია რედაქტირება

 
მარავის ხედი 2008 წელს

მარავის ფართობი 8 755 ჰექტარია. მდებარეობს ლანაოს ტბის უკიდურეს ჩრდილოეთ სანაპიროზე. მარავს ჩრდილოეთიდან კაპაისა და საგიარანის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, სამხრეთიდან ― ლანაოს ტბა, აღმოსავლეთიდან ― ბუბონგისა და დიტსაან-რამაინის მუნიციპალიტეტები, ხოლო დასავლეთიდან ― მარანტაოსა და საგიარანის მუნიციპალიტეტები.[4] ქალაქის კომერციული ცენტრიდან 2 კმ-ის დაშორებით ბაგანგის პლაჟი მდებარეობს.

ისლამური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ეროვნული პარკი, წმინდა მთის ეროვნული პარკი, რომელიც გიმბასა და პაპანდაიანის ბარანგაების ტერიტორიაზე მდებარეობს. ეროვნული პარკის ფართობი 94 ჰექტარია. დაცული ტერიტორია 1965 წლის 5 აგვისტოს დაარსდა №4190 რესპუბლიკური აქტის საფუძველზე.[5] პარკის უმაღლესი მწვერვალი მუპოს მთაა (270 მ).[6] წმინდა მთის ეროვნული პარკი იდეალურია ფრინველებზე დაკვირვებისა და მთაზე ცოცვისთვის.[7]

ბარანგაები რედაქტირება

მარავი პოლიტიკურად 96 ბარანგაიდ იყოფა.[8]

  • ამბოლონგი
  • ბაკოლოგ-ჩიკო
  • ბანგა
  • ბანგკო
  • ბანგოლო (პობლასიონი)
  • ბანგონი
  • ბიაბა-დამაგი
  • ბიტო-ბუადი-იტოვა
  • ბიტო-ბუადი-პარბა
  • ბუბონგა-პაგალამატანი
  • ბუბონგა-ლილოდ-მადაია
  • ბოგანგა
  • ბოტო-ამბოლონგი
  • ბუბონგა-კადაიონანი
  • ბუბონგ-ლუმბაკი
  • ბუბონგა-მარავი
  • ბუბონგა-პუნოდი
  • კაბასარანი
  • კაბინგანი
  • კადაიონანი
  • კადაიონანი II
  • აღმოსავლეთი კალოკანი
  • დასავლეთი კალოკანი
  • კორმატან-მატამპაი
  • დაგუდუბანი
  • დანსალანი
  • დატუ-საბერი (ნავარო)
  • დატუ-სა-დანსალანი
  • დაიავანი
  • დიმალუნა
  • დულაი
  • დასავლეთი დულაი
  • აღმოსავლეთი ბასაკი
  • ემიე-პუნუდი
  • ფორტი
  • გადონგანი
  • ბუადი-საკაიო
  • გიმბა (ლილოდი)
  • კაპანტარანი
  • კილალა
  • ლილოდ-მადაია (პობლასიონი)
  • ლილოდ-სადუკი
  • ლომიდოგი
  • ლუბაკა-მადაია (პობლასიონი)
  • ლუბაკ-მარინაუტი
  • ლუბაკა-ტოროსი
  • მალიმონო
  • ბასაკ-მალუტლუტი
  • გადონგან-მაპანტაო
  • ამიტო-მარანტაო
  • აღმოსავლეთი მარინაუტი
  • დასავლეთი მარინაუტი* მატამპაი
  • პანტაონი
  • მიპაგა
  • მონკადოს კოლონია
  • მონკადო-კადინგილანი
  • მორიატაო-ლოკსადატო
  • დატუ-ნაგა
  • ოლავა-ამბოლონგი
  • პაგალამატან-გამბაი
  • პაგაიავანი
  • პანგაო-სადუკი
  • პაპანდაიანი
  • პაპანდაიანი-კანიოგანი
  • პარიდი
  • პატანი
  • პინდოლონანი
  • პოონა-მარანტაო
  • პუგა-ანი
  • რაპასუნი
  • რაია-მდაია I
  • რაია-მდაია II
  • რაია-სადუკი
  • როროგაგუსი
  • აღმოსავლეთი როროგაგუსი
  • საბალა-მანაო I
  • საბალა-მანაო II
  • სადუკი
  • საგონსონგანი
  • სანგკაი-დანსალანი
  • სომიორანგი
  • სამხრეთი მადაია
  • სუგოდი
  • ტამპილონგი
  • ტიმბანგალანი
  • ტუკა-ამბოლონგი
  • ტოლალი
  • ტოროსი
  • ტუკა
  • ტუკა-მარინაუტი
  • ტონგანტონგან-ტუკა-ტიმბანგალანი
  • ვავალაიან-კალოკანი
  • ვავალაიან-მარინაუტი
  • მარავი (პორბლასიონი)
  • ნორჰაიის სოფელი

კლიმატი რედაქტირება

ჰავის მონაცემები — მარავი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 24 24 25 26 26 25 25 25 25 25 25 25 25
საშუალო დაბალი °C 20 20 20 20 21 21 20 20 20 20 20 20 20
საშუალო ნალექი (მმ) 159 143 166 183 357 414 333 309 289 285 253 166 3 057
წვიმიანი დღეები საშუალოდ 18.4 17.2 20.6 23.4 29.3 29.2 29.9 29.4 27.7 28.7 25.5 19.9 299.2
წყარო: Meteoblue[9]

მარავის კლიმატი მთელი წლის მანძილზე თბილი და ნალექიანია. ქალაქი ლანაოს ტბის მახლობლად 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[10]

დემოგრაფია რედაქტირება

ფაილი:Marawi City.jpg
ისლამური ცენტრი პანგარუნგანის ბარანგაიში, მარავი

მარავის მოსახლეობის მშობლიური ენა მარანაულია. ადგილობრივთა ნაწილი მაგინდანაოს, ირანუნის, ინგლისურ და ტაგალურ ენებზეც საუბრობს.

მარავი მუსლიმური ქალაქია. მოსახლეობის 99.6%-ს ისლამის მიმდევრები შეადგენენ.[4] შარიათის კანონები მოქმედებს, თუმცა ქვებით ჩაქოლვის, ამპუტაციის, დასახიჩრებისა და სხვა სასჯელების გარეშე, რომლებიც ფილიპინების კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ალკოჰოლური სასმებელის გავრცელება და აზარტული თამაშები აკრძალულია. ქალები ვალდებული არიან, თავსაბურავები ატარონ. არამუსლიმები ამ კანონებისგან თავისუფლდებიან.

ეკონომიკა რედაქტირება

ფაილი:Marawi.jpg
მარავის ხედი

მარავის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობა და ვაჭრობაა. ქალაქის ინდუსტრიათა დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაზეა ორიენტირებული. მათ შორისაა: ბრინჯისა და სიმინდის მოყვანა, სამშენებლო აგურების წარმოება, ოქრომჭედლობა და სხვ.[4]მარავის ტერიტორიაზე მდებარეობს Agus 1 ჰიდროელექტროსადგური.

ადგილობრივი მმართველობა რედაქტირება

ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს საქალაქო საბჭო (Sangguniang Panlungsod) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს და მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის ქალაქის მერი მახულ უ. განდამრაა, ხოლო ვიცე-მერი ― ანოუარ ა. აბდულრაუფი. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში ქალაქის წარმომადგენელია ანსარუდინ აბდულ მალიკ ა. ადიონგი.

განათლება რედაქტირება

ფაილი:MSU Marawi.jpg
მინდანაოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

მარავის ტერიტორიაზე მდებარეობს ფილიპინების უდიდესი სახელმწიფო უნივერსიტეტის, მინდანაოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი. სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის აღსანიშნავია: მუსლიმური მინდანაოს უნივერსიტეტი, პაკასუმის კოლეჯი, ლანაოს ტბის კოლეჯი, მარვის ისლამური კოლეჯი, ლანაოს ცენტრალური კოლეჯი, დანსალანის პოლიტექნიკური კოლეჯი და სხვ.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

ადგილობრივი რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Custodio, Arlo. (2019-03-25) Marawi City as an exponent of Maranao culture en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-30. ციტირების თარიღი: 2021-09-30
  3. During Spanish times en-gb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2018-06-09
  4. 4.0 4.1 4.2 Administrator (2010-06-04). "Islamic City of Marawi" დაარქივებული 2012-01-30 საიტზე Wayback Machine. . Government of the Autonomous Region in Muslim Mindanao Website. Retrieved on 2012-01-27.
  5. "Protected Areas in Region 12" დაარქივებული 2012-03-21 საიტზე Wayback Machine. . Protected Areas and Wildlife Bureau. Retrieved on 2012-01-27.
  6. "Sacred Mountain National Park". Google Maps. Retrieved on 2012-01-27.
  7. "Marawi, Islamic City of". Biyahero, Philippine Travel Portal. Retrieved on 2012-01-27.
  8. "Marawi City (Capital)". PSGC Interactive - NSCB. Retrieved on 2012-01-27.
  9. Marawi City : Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: 19 January 2019
  10. "Marawi City terrain". Google Maps. Retrieved on 2012-01-27.