მანჰაიმი — ქალაქი და ნავსადგური გერმანიაში, მდინარე რაინის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე ნეკარის შესართავთან, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში. 307.879 ათ. მცხოვრები (2004). დიდი სატრანსპორტი კვანძი და სამრეწველო ცენტრი. ნავსადგური, ქ. ლუდვიგს-ჰაფენთან ერთად ქმნის სამრეწველო აგლომერაციას. განვითარებულია მანქანათმშენებლობა (მ. შ. ავტომშენებლობა, ელექტროტექნიკა, ფოლადის კონსტრუქციების წარმოება), ქიმიური, ცელულოზის, საფეიქრო, კვების მრეწველობა. მანჰაიმის რაიონში დიდი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანაა. მანჰაიმში არის კომერციული და თეატრალურ-მუსიკალური უმაღლესი სკოლები; საინჟინრო სასწავლებელი, გამოყენებითი ოპტიკის ინსტიტუტი და სხვ. მანჰაიმი პირველად იხსენიება 766. ქალაქია 1607-იდან.

მანჰაიმი
Wasserturm
მანჰაიმის გერბი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: