მანერჰაიმის ხაზიფინეთის ყოფილი სასაზღვრო სიმაგრეების სისტემა კარელიის ყელზე. სახელი ეწოდა ფინელი მარშლის გუსტავ მანერჰაიმის სახელის მიხედვით. ააგეს 1927-1939 წლებში. სიგანე ფრონტის გასწვრივ 135 კმ. სიღრმე 95 კმ-მდე. შედგებოდა უზრუნველყოფის (სიღრმე 15-60 კმ), მთავარი (სიღრმე 7-10 კმ), მეორე და ზურგის (ვიბორგის) თავდაცვითი ზოლებისაგან. შედიოდა 2 ათასზე მეტი ხანგამძლე და ძელმიწური საცეცხლო ნაგებობა, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ საყრდენ პუნქტებად, ეს უკანასკნელნი კი - წინააღმდეგობის კვანძებად. საყრდენ პუნქტებს იცავდნენ მუდმივი გარნიზონები. შუალედებს ავსებდა საველე ჯარების პოზიციები. უზრუნველყოფის ზოლში 220 კმ-ზე 12-45 მწკრივად გადაჭიმული იყო მავთულღობე, 200 კმ-ზე - ხერგილები, 80 კმ-ზე 12-მწკრივად - გრანიტის ბოწკინტები, ტანკსაწინააღმდეგო დანაღმული თხრილები.

მანერჰაიმის ხაზი საბჭოთა ჯარებმა გაარღვიეს სსრკ-ფინეთის ომის (1939-1940 წწ.) დროს და ნაგებობათა უმეტესობა მოსპეს. მეორე მსოფლიო ომის დროს (1939-1945 წწ.), 1944 წელს საბჭოთა ჯარებმა კვლავ გაარღვიეს ფინელთა მიერ ნაწილობრივ აღდგენილი მანერჰაიმის ხაზი და მთლიანად გაანადგურეს მისი ყველა თავდაცვითი ნაგებობა.

ლიტერატურა რედაქტირება