მანდალაი (ბირმ. မန္တလေး) — მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქი. მოსახლეობა 1 726 889 ადამიანი (2014). წარსულში ბირმის იმპერიის დედაქალქი, ხოლო შემდეგ მანდალაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს მდინარე ირავადის ნაპირზე. ყოფილი დედაქალქიდან, იანგონიდან 716 კილომეტზე, ჩრდილოეთით.

ქალაქი
მანდალაი
დროშა

ქვეყანა მიანმარის დროშა მიანმარი
კოორდინატები 21°58′37″ ჩ. გ. 96°05′13″ ა. გ. / 21.97694° ჩ. გ. 96.08694° ა. გ. / 21.97694; 96.08694
ქალაქის მერი ე ლვინი
დაარსდა 1857
ფართობი 163,84 კმ²
ცენტრის სიმაღლე 22
მოსახლეობა 1 726 889 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 11 000 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+06:30
საფოსტო ინდექსი 05000–05999
მანდალაი — მიანმარი
მანდალაი

ისტორია რედაქტირება

ქალაქი დააარსა მეფე მინდონმა 1857 წელს და 1860 წლიდან 1885 წლამდე წარმოადგენდა დამოუკიდებელი ბირმის სამეფოს დედაქალაქს, თუმცა 1885 წელს იგი ბრიტანეთის არმიამ აიღო.

მანდალაი თავდაპირველად ააშენეს როგორც დედაქალაქი მანდალაის ბორცვის მთისწინეთზე, რადგან არსებობდა ბუდას წინასწარმეტყველება, რომლის თანახმად, ამ ადგილას უნდა აშენდეს დიდი ქალაქი, ბუდიზმის ცენტრი. თავად ქალაქის დაარსება მიეძღვნა ბუდა გაუტამას დაბადების 2 400 წლისთავს.

ქალაქ მანდალაის დაარსებამდე ბირმის იმპერიის დედაქალაქი იყო ქალაქი ამარაპურა. 1857 წლის 13 იანვარს მეფე მინდონმა გამოსცა ბრძანება ახალი დედაქალაქის დაარსების შესახებ. 1858 წელს დაიწყო ძველი დედაქალაქის შენობების დაშლა და მანდალაის ბორცვის ძირში გადატანა. ქალაქში ააშენს სასახლის კომპლექსი, ქალაქის კედლის გარშემო ღრმა თხრილი, მაჰა ლოკა მაიაზეინის სტუპა, ცერემონიალების დარბაზი, ატუმაშის მონასტერი, საზოგადოებრივი კომპლექსი და ბუდისტური ხელნაწერების ბიბლიოთეკა.

ახალ დედაქალაქს ჯერ დაარქვეს იადანაბონი (პალის ენაზე ითარგმნებოდა როგორც „ქალაქი, რომელიც აგებულია ძვირფასი ქვებით“), მაგრამ შემდეგ უწოდეს მანდალაი (პალის ენაზე „თხრილებიანი მიწა“ ან „ხელსაყრელი მიწა“).

მეფე მინდონი, როგორც ბრძენი მმართველი და გამოცდილი დიპლომატი, ცდილობდა მაქსიმალურად შეწინააღმდეგებოდა რეგიონში ბრიტანული გავლენის გაძლიერებას. მაგრამ მისი ვაჟი და მემკვიდრე, უკანასკნელი მეფე ტიბო, ნაკლებად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. მან ფაქტობრივად მმართველობის სადავეები დაუთმო თავისი მეორე ცოლის, სუპაიალატის ნათესავებს.

მათი დაჟინებული მოთხოვნით, ტახტზე ასვლის შემდეგ, დინასტიური ბრძოლებისა და ინტრიგების თვიდან აცილების მიზნით მან ბრძანა თავისი 80 უახლოესი ნათესავის, პრინცისა და პრინცესების დასჯა, მოათავსა ისინი ხავერდის ტომრებში და გაგუდა ან სპილოებს გაასრესინა.

ბირმის ტრადიციული ანიმისტური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, ქალაქ მანდალაის დაარსებისას კარიბჭეში და ასევე კუთხის კოშკებში ჩაატანეს 52 ადამიანი. კუთხის კოშკების საფუძველში ასევე ჩაატანეს ოთხი ზეთით სავსე ქოთანი, რომელიც შვიდ წელიწადში ერთხელ ასტროლოგებს უნდა გადაემოწმებინათ. მესამე შემოწმებისას, 1880 წელს ცხადი გახდა, რომ ორ ქოთანში ზეთი დამშრალიყო. ასტოლოგებმა ურჩიეს მეფე ტიბოს გადაეტანა დედაქალაქი. მეფე სასტიკი წინააღმდეგი იყო. როგორც აღმოჩნდა დედაქალქის გადატანისათვის უნდა შეეწირათ 100-100 მამაკაცი, ქალი, გოგო, ბიჭი, ჯარისკაცი და უცხოელი. ქალაქი პანიკამ მოიცვა. დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა თავისი მოქალაქეების დაცვა და ინტერვენციით დაემუქრა ქალაქს. ინგლისის ულტიმატუმის საპასუხოდ, დაპატიმრებები შეწყდა, მაგრამ დაკავებული 100 ადამიანი ფარულად ცოცხლად დამარხეს.

დიდი ბრიტანეთის მიერ საკუთარი ქვეყნის საბოლოო კოლონიზაციის თავიდან აცილების მიზნით მეფე ტიბომ ხელი მოაწერა საფრანგეთთან რკინიგზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ლაოსიდან მანდალაიმდე. მეფის ყველანაირი დიპლომატიური მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მესამე ბირმა-ინგლისის ომის დროს (1885 წელი) ინგლისელებმა აიღეს ქალაქი და ბირმა შეუერთეს ბრიტანეთის ინდოეთს. დაარსებიდან 29 წელიწადში ქალაქი მანდალაი უცხო ქვეყნის ჯარისკაცებმა დაიპყრეს. სამეფო სასახლე გახდა ზემო ბირმაში ბრიტანეთის სამხედრო კორპუსის შტაბ-ბინა. გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია გადაიტანეს რანგუნში. მეფე ტიბო და დედოფალი სუპაიალატი გადაასახლეს ინდოეთის სიღრმეში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდნენ.

1948 წლიდან მანდალაი ბირმის კავშირის მანდალაის ადმინისტრაციული ოლქის დედაქალაქი გახდა.

გალერეა რედაქტირება


რესურსები ინტერნეტში რედაქტირება