მანგო, მანგოს ხე (ლათ. Mangifera) — მარადმწვანე ხეების გვარი თუთუბოსებრთა ოჯახისა. გვარში 40-მდე სახეობაა, იზრდება სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკებში. ინდური მანგოს (ლათ. Mangifera indica) ხის სიმაღლე 10-45 აღწევს. აქვს ელიფსური ფოთლები, წვრილი ყვავილები და მომჟავო ან ტკბილი სურნელოვანი კურკიანა ნაყოფი. ტროპიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხეხილია.

მანგო
მანგოს ხე
მანგოს ხე
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  თუთუბოსებრნი
გვარი:  მანგო
ლათინური სახელი
Ericaceae

მანგო სამზარეულოში რედაქტირება

 
მანგო (ნაყოფი)

მანგოს მიაკუთვნებენ ხილეულს. არსებობს მისი 1 000–ზე მეტი ჯიში. ეს ჯიშები ერთმანეთისაგან გასხვავდება ფორმით, ზომითა და გემოთი. მანგოს ნაყოფისაგან ამზადებენ წვენებს, კომპოტებს, ხილფაფებსა და ნაყინს.

ევროპის სამომხმარებლო ბაზარმა უკვე რამდენიმე წელია რაც მანგოს გემო გაუგო და მიუხედავად იმისა, რომ იგი მალბეჟვადობის გამო ძნელად ტრანსპორტირებად სახეობას მიეკუთვნება, რჩება გაყიდვაში. მანგოს ნაყოფი მომწიფებისას სულ უფრო სურნელოვანი ხდება და რბილდება, ხოლო უკვე სრულად დამწიფებული ხილი კი მცირე და საშუალო ზომის შავ წინწკლებს დაიკრავს.

აზიაში მკვახე მანგოს ბოსტნეულივით, ან მწვანილეულივით მიატანენ კერძებს.

მანგოს, როგორც მცენარეული კულტურის ისტორიიდან რედაქტირება

მანგო ჩვ. წელთაღრიცხვამდე დაახლ. 1200 წელს დაწერილ ჰინდუისტურ ვედებში „ღმერთების სადილად“ მოიხსენიება. მის ხილს დღესაც მიართმევენ ღმერთებს სიმდიდრისა და ღვთიური სიტკბოს ნიშნად.

სიტყვა „მანგო“ დრავიდული წარმოშობისაა: კოდავაზე maŋge, მალაიურზე māṅṅa, თამილურზე| māṅkāy. ევროპაში მანგო პორტუგალიელებმა შემოიტანეს 16 საუკუნეში. პირველად ევროპულ ენაზე იგი მოიხსენიება 1510 წელს მანგას (manga) ფორმით ერთ–ერთი იტალიელი მოგზაურის, ლუდივიკო დე ვარტემას ჩანაწერებში (Itinerario de Ludouico de Varthema Bolognese).

ლიტერატურა რედაქტირება