მამიკონიანები — ერთ-ერთი უძლიერესი ფეოდალური გვარი ადრინდელ შუა საუკუნეების სომხეთში. მამიკონიანები ფლობდნენ ვრცელ ტერიტორიას ტაოსა (ტაიქსა) და ტარონში.

მამიკონიანთა დროშა
მამიკონიანთა დაპყრობები

წარმოშობის ვერსიები რედაქტირება

ნ. ადონცი და კირილ თუმანოვი მიიჩნევენ, მამიკონიანთა საგვარეულო საქართველოს ისტორიული პროვინციიდან, ჭანეთიდან მოდის და მათი სახელის ფუძეც მამიკ (მამა) ქართულიდან მომდინარეობს .[1]

ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს იმას, რომ მამიკონიანებს სკვითური წარმომავლობა ჰქონდათ[2].

მოვსეს ხორენაცის და სებეოსის ჩანაწერების მიხედვით მამიკონიანები წარმოშობით "ჩენის ქვეყნიდან" იყვნენ, რომელშიც ჩინეთი მოიაზრებოდა. ასევე ფავსტოს ბუზანდის ცნობით, მამიკონიანები ჩინეთის სამეფო დინასტიის ხანშუის შთამომავლები არიან.

იოანე მამიკონიანის "ტარონის ისტორიაში" აღწერილია მამიკონიანების წარმოშობის კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც მამიკონიანები ინდოეთის უფლისწულების დემეტრე და გიზანესგან წარმოიშვნენ.

ცნობილი მამიკონიანები რედაქტირება

IV საუკუნიდან მემკვიდრეობით ეჭირათ სომხეთის უმაღლესი მთავარსარდლის — სპარაპეტის სახელო. მამიკონიანების გვარიდან არაერთი გამოჩენილი სარდალი გამოვიდა, რომელიც მეთაურობდა სომეხი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას. სომხეთის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ (V საუკუნის 20-იანი წლები) მამიკონიანები დაადგნენ ბიზანტიურ ორიენტაციას. მამიკონიანების ზოგიერთ წარმომადგენელს ბიზანტიაში საკმაოდ მაღალი სამხედრო და ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავა.

451 წელს მოხდა ავარაირის ბრძოლა, სადაც თავი ვარდან დიდმა გაიჩინა. სომხეთმა ბრძოლა წააგო, სამაგიეროდ დიდი ზიანი მიაყენა სასანიანთა ირანს.

472 წელს ქრისტიანობისთვის იწამა ვარდან მამიკონიანის ასული შუშანიკი.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Армения в эпоху Юстиниана: Политическое состояние на основе Нахарского строя, СПб., 1908, cт. 402-404 (Nicholas Adontz, Armenia in the Period of Justinian: The political Conditions Based on the Naxarar System. Trans. into Eng. with expanded notes, bibliography, and appendices by Nina G. Garsoian, Lisbon, 1970)
  2. Edward Gibbon,The History of the Decline and Fall of the Roman Empire: Chapter XIII, Part II, Reign of Diocletian and This Three Associates. დაარქივებული 2001-07-31 საიტზე Wayback Machine.