მალხაზ აბდუშელიშვილი

ქართველი ანთროპოლოგი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბდუშელიშვილი.

მალხაზ გრიგოლის ძე აბდუშელიშვილი (დ. 28 ნოემბერი, 1926, თბილისი — გ. 23 თებერვალი 1998, იქვე) — ქართველი ანთროპოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1979).

ბიოგრაფია რედაქტირება

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1948 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილებაში ალექსანდრე ნათიშვილის ხელმძღვანელობათ; 1959 წლიდან ამავე განყოფილების გამგეა; მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა კავკასიის ძველი და თანადროვე მოსახლეობის (1950), აგრეთვე ინდოეთის სუბკონტინენტის ენდოგამიური პოპულაციების ანთროპოლოგიური კვლევა(1971); მის სახელთან არის დაკავშირებული ქართველი ხალხის ანთროპოლოგიური შესწავლა; კავკსიის და ინდოეთის მოსახლეობის ანთროპოლოგიური კლასიფიკაცია; ძირითადი ანთროპოლოგიური ტიპების ადგილის განსზღვრა ზოგად რასობრივ სისტემატიკაში და სხვა. ხელმძღვანელობდა სსრკ–ინდოეთის ერთობლივ ანთროპოლოგიურ ექსპედიციებს (1971, 1974–1975, 1978-1979, 1983). მალხაზ აბდუშელიშვილი ქართული ანთროპოლოგიური სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებელია. 1973 წლიდან იყო ევროპის ანთროპოლოგიის ასოციაციის წევრი. სრულიად ინდოეთის ადამიანის გენეტიკოსთა საზოგადოების საპატიო წევრი (1979), იუნესკოს ექსპერტი (1964).

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Антропологическая методика (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1992. - 146გვ.
  • საქართველოს პალეოსტომატოლოგია. (თანაავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო , 1989. - 167გვ.
  • საქართველოს ანთროპოლოგია რკინის წარმოების ფართო ათვისების ხანაში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1988. - 86გვ.
  • კავკასიის ანთროპოლოგია ბრინჯაოს ხანაში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1982. - 133გვ.
  • კავკასიის ანთროპოლოგია ფეოდალურ ხანაში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1980. - 175გვ.
  • კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგია ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანაში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1978. - -111გვ.
  • კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგია გვიანანტიკურ ხანაში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1978. - 310გვ.
  • კრანიოლოგია (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1976. - 270გვ.
  • Антропология древнего и современного населения Грузии (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1964. - 208გვ.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება