მალტის პრეზიდენტი

მალტის პრეზიდენტი (მალტურ ენაზე President ta' Malta) — თანამდებობა დაარსდა 1974 წლის 13 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც მალტა გამოცხადდა რესპუბლიკად ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობაში. მალტის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს. პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი — წარმომადგენელთა პალატა — 5 წლის ვადით. 1989 წლიდან 4 აპრილი იქცა ოფიციალურ თარიღად, როდესაც პრეზიდენტი იწყებს და ამთავრებს ხუთწლიან საპრეზიდენტო ვადას.

უფლებები რედაქტირება

პრეზიდენტი:

  • აქვეყნებს კანონებს.
  • ითხოვს პარლამენტს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე.
  • იღებს რწმუნებათა სიგელებს ელჩებისაგან.

მალტის პრეზიდენტების სია რედაქტირება

სურათი სახელი უფლებამოსილების
დაწყება
უფლებამოსილების
დამთავრება
შენიშვნა
1.   ანტონი მამო 13 დეკემბერი 1974 26 დეკემბერი1976
2.   ანტონ ბუტიჯიჩი 27 დეკემბერი 1976 26 დეკემბერი 1981
3.   ალბერტ ჰიზლერი 27 დეკემბერი 1981 15 თებერვალი 1982 დროებითი პრეზიდენტი
4.   აგათა ბარბარა 16 თებერვალი 1982 15 თებერვალი 1987
5.   პოლ შვერები 15 თებერვალი 1987 4 აპრილი 1989 დროებითი პრეზიდენტი
6.   ჩენსუ ტაბონე 4 აპრილი 1989 4 აპრილი 1994
7.   უგო მიფსუდ ბონიჩი 4 აპრილი 1994 4 აპრილი 1999
8.   გვიდო დე მარკო 4 აპრილი 1999 4 აპრილი 2004
9.   ედუარდ ფენეჩ ადამი 4 აპრილი 2004 4 აპრილი 2009
10.   ჯორჯ აბელა 4 აპრილი 2009 4 აპრილი 2014
11. მარი-ლუიზ კოლეირო-პრეკა 4 აპრილი 2014 4 აპრილი 2019
12.   ჯორჯ ველა 4 აპრილი 2019 4 აპრილი 2024
13. მირიამ სპიტერი დებონო 4 აპრილი 2024 დღემდე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება