მალაიალამური ლიტერატურა

მალაიალამური ლიტერატურაინდოეთის კერალის შტატის დრავიდული მოდგმის ხალხის მალაიალების ლიტერატურა. მალაიალამური ენა ახლოს დგას ტამილურთან. პირველი კერალი მწერლების თხზულებები დაწერილია მხოლოდ ტამილურ და სანსკრიტულ ენაზე. საკუთრივ მალაიალამურ ენაზე კლასიკური ლიტერატურა შეიქმნა XV-XVI სს-ში. მას წინ უსწრებდა ხალხური პოეზია (მისი საწყისები XI საუკუნის დამდეგს ემთხვევა). ესაა პაჩა-მალაიალამის — ადრინდელი მალაიალამური სკოლის ნაწარმოებები (რელიგიური: "გველის სიმღერები, შრომის სიმღერები). ტამილურ სკოლას განეკუთვნება ტამილიზებულ მალაიალამურ ენაზე დაწერილი "რამას ცხოვრება" ("რამა ჩარიტამი") და ცენტრალური ტავანკურის პოეტების ანთოლოგია "კანაშანთა ლექსები"; სანსკრიტულ სკოლას კი — სანსკრიტიზებულ ენაზე შექმნილი ნაწარმოებები. ამ თხზულების სტილს მანიპრავალამს უწოდებენ (სიტყვასიტყვით თვალ-მარგალიტის ყელსაბამი).

თაკაძი სივასანკარა პილაი, მალაიალი ნოველისტი

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება