მაკო ნაისინიო (იაპონ. 眞子内親王; დ. 23 ოქტომბერი, 1991, ტოკიო, იაპონია) — იამატოს დინასტიის წარმომადგენელი. იაპონიის კრონპრინც ფუმიჰიტოსა და მისი ცოლის, კიკო კავაშიმას უფროსი ასული. იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს ძმისშვილი და იმპერატორ აკიჰიტოს შვილიშვილი.

მაკო ნაისინიო
წოდებები
პრინცესა აკიშინო
დაიბადა 23 ოქტომბერი, 1991 (1991-10-23) (32 წლის)
ტოკიო, იაპონია
საგვარეულო იამატოს დინასტია
მამა ფუმიჰიტო, იაპონიის კრონპრინცი
დედა კიკო კავაშიმა

ადრეული ცხოვრება და განათლება რედაქტირება

პრინცესა მაკო დაიბადა 1991 წლის 23 ოქტომბერს ტოკიოში, იაპონიაში. იგი არის იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოსა და მისი მეუღლის, მიჩიკოს უმცროსი ვაჟის, აკიშინოს პრინც ფუმიჰიტოსა და მისი ცოლის, პრინცესა კიკო კავაშიმას პირველი შვილი. მას ჰყავს უმცროსი და-ძმა: პრინცესა კაკო და პრინცი ჰისაჰიტო. მან საშუალო განათლება გაქუშინის გოგონათა კერძო სკოლაში მიიღო. ამის შემდეგ მან სწავლა დუბლინის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაგრძო ინგლისური ფილოლოგიის განხრით. სწავლის პერიოდში იგი ასევე ეწვია ჩრდილოეთ ირლანდიას და შეხვდა ირლანდიის პრეზიდენტ მერი მაკელისს.

2014 წლის მარტიდან პრინცესა მასაკომ სწავლა ტოკიოს საერთაშორისო ქრისტიანულ უნივერსიტეტში განაგრძო, ხელოვნებისა და კულტურათმცოდნეობის განხრით. ამავე წლის სექტემბრიდან მან სწავლა დიდ ბრიტანეთში, ლეიცესტერის უნივერსიტეტში განაგრძო მუზეოლოგიის განხრით, რომელიც 2016 წელს დაასრულა. 2013 წელს, ცხრა თვის მანძილზე იგი ედინბურგის უნივერსიტეტში აგრეთვე შეისწავლიდა ხელოვნების ისტორიას.

ოფიციალური ვიზიტები რედაქტირება

პირადი ინტერესები რედაქტირება

სასკოლო პროგრამის სპონსორობით მაკო 2006 წლის აგვისტოში ორი კვირით იმყოფებოდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. ამ პერიოდში იგი დარჩა დედამისის მამის, ტაცუჰიკო კავაშიმას კოლეგისა და ძველი ნაცნობის, ადგილობრივი ავსტრიელი კაცის სახლში. ამ პერიოდში მან მოინახულა მუზეუმები, წმინდა სტეფანეს კათედრალი და შოინბრუნის სასახლე.

2011 წლის ივლისში, იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს იგი მოხალისედ მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს მას თავისი ვინაობა ხალხისათვის არ გაუმხელია და ანონიმურად ეხმარებოდა ცუნამით დაზარალებულებს, თუმცა ჟურნალისტებმა საბოლოოდ იგი მაინც იცნეს.

დედის, პრინცესა კიკოს გავლენით მაკომ კარგად იცის მუნჯური ენა და აქტიურად ეხმარება იაპონელ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს.

2016 წლის 1 აპრილიდან იგი ტოკიოს ეროვნული მუზეუმის პროექტის მთავარი მკვლევარია.

ნიშნობა რედაქტირება

2017 წლის მაისში ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ პრინცესა მაკო დაინიშნა ტოკიოს საერთაშორისო ქრისტიანული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ კეი კომუროზე. მოსალოდნელია, რომ ქორწინების შემდეგ იგი დაკარგავს საიმპერატორო წოდებასა და მემკვიდრეობას, როგორც ეს მამიდამისისა და სხვა იაპონელი პრინცესების შემთხვევაში მოხდა გასულ წლებში. თავდაპირველად ქორწილი 2018 წლის 4 ნოემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით გამოცხადდა, რომ ქორწილი 2020 წლამდე გადაიდო. მაკო თავისი ოჯახის ისტორიაში რიგით მეცხრე ქალი გახდება, რომელიც ცოლად ჩვეულებრივ სამოქალაქო პირს გაჰყვა. ქორწილის გადადების მიზეზად ის ფინანსური დავა სახელდება, რომელიც კეი კომუროს ოჯახს საიმპერატორო ოჯახთან აქვს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება