მაკედონიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა

მაკედონიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა (მაკედ. Независна Држава Македонија, ბულგ. Независима република Македония) — მაკედონური ნაციონალისტური ორგანიზაციის არშემდგარი პროექტი, დამოუკიდებლობის გამოცხადება მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე. რესპუბლიკის ფარგლებში შედიოდა იუგოსლავიისა და საბერძნეთის მაკედონიის ტერიტორიები.

მაკედონიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა
მაკედ. Независна Држава Македонија

 

8 სექტემბერი13 ნოემბერი, 1944  

დროშა
დედაქალაქი სკოპიე
ენა მაკედონური, ბულგარული
ფულის ერთეული ბულგარული ლევი
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა

ისტორია რედაქტირება

1941-1944 წლებში მაკედონიის ტერიტორია დაიკავა ბულგარეთმა, ხოლო შემდეგ მოახდინა მისი ანექსირება. ბულგარეთი ამ დროისათვის ფაშისტური ალიანსის ქვეყნების შემადგენლობაში შედიოდა. 1944 წელს რუმინეთ-ბულგარეთის საზღვართან წითელი არმიის მოახლოების გამო ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გაატრიალება, რომლის შედეგადაც ბულგარეთი გამოვიდა ღერძის ქვეყნების შემადგენლობიდან და ბრძოლა გამუცხადა მესამე რაიხს.

გერმანულმა ძალები, რომელსაც ოკუპირებული ჰყავდა მაკედონია 1944 წლიდან, აქტიურად უჭერდა მხარს სლავურ ნაციონალიზმს. მაკედონიიდან ბულგარეთის არმიის გასვლის შემდეგ, მაკედონიიდან გავიდა გერმანული არმიაც. ამ ტერიტორიაზე აღდგა საბერძნეთისა და იუგოსლავიის კონტროლი.

ლიტერატურა რედაქტირება