მაიმანსინგჰი (ბენგ. – ময়মনসিংহ) — ქალაქი ბანგლადეშის ჩრდილოეთში, იმავე დასახელების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

მაიმანსინგჰი

ისტორია რედაქტირება

ქალაქი დაარსდა 1787 წლის 1 მაისს ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიის მიერ. მას აქვს მდიდარი კულტურული და პოლიტიკუერი ისტორია. მის მცხოვრებთა უმეტესობა ინდუსია. ბრიტანეთის სამეფოში მას მეორე სახელი ნასირბადი უწოდეს. XX საუკუნის დასაწყისში ქალაქში ბევრი მუსლიმი ჩამოსახლდა. 1947 წელს ინდოეთის დაშლის დროს ინდუსთა მრავალი ოჯახი გადასახლდა აქედან. 1965 წელს ინდო-პაკისტანური ომის შემდეგ ინდუსი მოსახლეობა მეორედ გახდა დევნილი.

კლიმატი რედაქტირება

ქალაქს არ აქვს მკაცრად განსაზღვრული გეოგრაფიული საზღვრები. 1980-იანი წლებიდან მოხდა ქალაქის სწრაფი ურბანიზაცია. მაიმანსინგჰი მდებარეობს მდინარე ბრაჰმაპუტრას სანაპიროზე.

მისი კლიმატი ზომიერია, ბევრად უფრო მაგარია, ვიდრე დაკას კლიმატი, რადგან მაიმანსინგჰი ახლოსაა ჰიმალაის მთებთან. ნალექები იწყება მაისში ან ივნისში და გრძელდება აგვისტომდე. ხშირია მუსონური წვიმები. წვიმს მძიმედ და ზოგჯერ მთელი დღე-ღამეები. ზაფხულის მუსონების განმავლობაში ტემპერატურა მერყეობს 15-დან 20 გრადუსამდე. ზამთრის ტემპერატურა ეცემა 15°C, ეს ხდება დეკემბერ-იანვარში, თუმცა, სავსებით შესაძლებელია მსგავსი ტემპერატურა ნოემბრიდან თებერვლამდე გაგრძელდეს. ტემპერატურა ყველაზე მაღალია აპრილ-მაის პერიოდში. ამ დროს ტემპერატურა შეიძლება იყოს 40°C . მაღალი ტენიანობა იწვევს მძიმე წებოვნებას ამ პერიოდში. დასავლელ მოგზაურთათვის საუკეთესო ვიზიტი ნოემბრისა და თებერვლის თვეებია.

დემოგრაფია რედაქტირება

ქალაქის მოსახლეობა წლების მიხედვით

  • 1991 — 273 350
  • 2001 — 332 721
  • 2010 — 395 129

გალერეა რედაქტირება


ლიტერატურა რედაქტირება

  • Khan Mohammad Abdullah, Moymonsigh-er Etihash, 1966, Mymensingh.
  • Darji Abdul Wahab, Moymonsigh-er Choritavidhan, 1986, Mymensingh.
  • F. A. Sachse, Mymensingh Gazetteer, Bengal Secretariat Book Depot, 1917, Calcutta.
  • Asoke Mitra, Towards Independence – 1940–1947, 1997, New Delhi.
  • Kedarnath Mojumder, Moymonsingh-er Biboron, 1987, Mymensingh.
  • Kedarnath Mojumder, Moymonsingh-er Etihash, 1987, Mymensingh.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება