მაიკლ კლარკ დუნკანი

მაიკლ კლარკ დუნკანი (ინგლ. Michael Clarke Duncan; დ. 10 დეკემბერი, 1957 — გ. 3 სექტემბერი, 2012) — ამერიკელი მსახიობი. განსაკუთრებით ცნობილია ჯონ კოფის როლით ფილმში „მწვანე მილი“, რომლისთვისაც ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე და ოსკარზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.

მაიკლ კლარკ დუნკანი

მაიკლ კლარკ დუნკანი, 2009 წლის 7 იანვარი
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1957
ჩიკაგო, ილინოისის შტატი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 3 სექტემბერი, 2012
ლოს-ანჯელესი, კალიფორნიის შტატი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1995-2012

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

მაიკლ კლარკ დუნკანი 1957 წლის 10 დეკემბერს დაიბადა ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში. მომავალი მსახიობი სამხრეთ ჩიკაგოში იზრდებოდა დედის, — ჯინის, — მიერ. ალკორნის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომუნიკაციას სწავლობდა, თუმცა დედის ავადმყოფობის გამო სწავლა მიატოვა და კვლავ ჩიკაგოში დაბრუნდა.

მაიკლ კლარკ დუნკანის სამსახიობო დებიუტი ლუდის რეკლამაში შედგა. მოგვიანებით, 1995 წელს, შედგა მისი კინო-დებიუტიც, — კომედიაში „პარასკევი“, სადაც ეპიზოდური როლი ითამაშა.

სამსახიობო კარიერა რედაქტირება

1997 წელს მაიკლ კლარკ დუნკანმა ითამაშა მსხვილბიუჯეტიან სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში, — „არმაგედონი“, — რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობები, ბრიუს უილისი, ლივ ტაილერი ბენ ეფლეკი და სხვები.

მოგვიანებით, ბრიუს უილისმა დუნკანს რეკომენდაცია გაუწია რეჟისორ ფრენკ დარაბონტთან, რომელიც იწყებდა ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის, მოთხრობის, „მწვანე მილის“ კინო-ადაპტაციაზე მუშაობას. ფილმში, რომელიც 1999 წელს გამოვიდა, მთავარ როლს ტომ ჰენქსი ასრულებს. დუნკანი ჯონ კოფის განასახაიერებს, რომელიც საშინელი მკვლელობისთვისაა ბრალდებული და ციხეში, სიკვდილმისჯილთა ბლოკშია დამწყვდეული. დუნკანის თამაშმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა და მსახიობი ოსკარსა და ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული.

გარდაცვალება რედაქტირება

2012 წლის 13 ივლისს დუნკანს გულის შეტევა ჰქონდა. მსახიობმა ინფარქტი გადაიტანა, თუმცა მისი მდგომარება არ გაუმჯობესებულა. მაიკლ კლარკ დუნკანი 2012 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში, 54 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება